
ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი, ჟურნალისტი და ოპერატორი ლევან შანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
"მართლა აღარ ვიცი რა ვთქვა, ახლა მითხრეს, რომ ლევანი გარდაიცვალა... ჩვენი ძმა, ჩვენი „სიენენა“. ბავშვობის, ყრმობის, დღევანდელობის მეგობარი და ძმობილი. ჟურნალისტი, ხელოვანი, ტელე და კინოოპერატორი, თანამედროვე ქართული ისტორიის ერთ ერთი მემატიანე.
აღარ ვიცი რა დავწერო. როგორ და რანაირად. დაგიმკვიდროს ლევან ძმაო სასუფეველი.
შენ უკვე დააკლდი თბილისს. ქალაქს, რომელიც ძალიან გიყვარდა... ყველა მოგონებამ გაირბინა თვალწინ. მთელმა ჩვენმა მეგობრობამ. ნახვამდის ლევან, იქ... ზეციურ საქართველოში", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ფოფხაძე.
ლევან შანიძე ლიკა ქავჟარაძის მეორე ქმარი იყო.