
აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. CNN-ის ინფორმაციით, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ვრცელდება, ისლამური რესპუბლიკის მხრიდან დოკუმენტს ხელი ირანის პარლამენტის სპიკერმა მოაწერა. Axios-ი აზუსტებს, რომ ხელმოწერა „ელექტრონული ფორმატით“ შედგა.
დოკუმენტის ოფიციალური საზეიმო ცერემონია 19 ივნისს, ჟენევაში გაიმართება. საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიღებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სრულად კვირის ბოლოს, პარასკევიდან „სრულიად გაიხსნება“ გაიხსნება. ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, „დიდი დახმარება არ დაგვჭირდება“ მისი გახსნის შესანარჩუნებლად.
„გემები იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, ბევრი მათგანი ნავთობით არის დატვირთული“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ, ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართავს.