რეზონანსი
12.06.2026

სასამართლომ 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კახა კოტორაშვილი დამნაშავედ ცნო და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„რადიო თავისუფლებას“ ინფორმაციით, განაჩენი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ 11 ივნისს გამოაცხადა.

კოტორაშვილის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენს არ ეთანხმება და საქმეს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ადვოკატმა.

კახა კოტორაშვილი 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×