მარიამ ვეკუა
10.06.2026

 საპროცესო შეთანხმებების სერია, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილი გაათავისუ

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებების სერია გრძელდება- კიდევ 14 ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, მტკიცებულებები უდავოდ ცნო და პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 14 პირს - საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.ყველა მათგანი დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა.რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა.

საყურადღებოა, რომ ააღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.

ოთხმა პირმა: აბო ნავერიანმა, ანტონ უპერმა[ძებნაშია], ნანა სანდერმა და მარიამ მეყანწიშვილმა ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, რის გამოც, აღნიშნული ბრალდებულების საქმის განხილვას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გააგრძელებს.

"რა თქმა უნდა, დაცვის მხარისთვის იყო პრიორიტეტული ის სასჯელის ზომა და სახე, რაც იქნებოდა საბოლოო შედეგად მიღებული. ჩვენი სურვილი იყო, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულიყვნენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები.შესაბამისად, ჩვენი თხოვნა და შეთავაზება იყო აღიარების სანაცვლოდ, პირობითი სასჯელით დასრულებულიყო ეს სამართლებრივი დავა და არსებითი განხილვის გარეშე გამოსულიყო გადაწყვეტილება",- განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე საკავებულების ადვოკატმა ნანა ფარჩუკაშვილმა.

ბრალდებულებს შორისაა, აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილიც, მას ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ფიცხელაურს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პირველი კომენტარი

 

ყველას დიდი მადლობა ჩემს გვერდში დგომისთვის. ყველას მოკითხვა და ყველას ვუსურვებ ბრძოლას, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა სერგო მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართვა მისი გადაწყვეტილება იყო.

 

  • ბექა ქელეხსაშვილი: ყველა სირთულეზე დიდია, თავისუფლება არია ყველაზე დიდი რამ"

 

პირველი, რასაც გავაკეთებ, ოჯახსა და მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტები, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულმა ბექა ქელეხსაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქელეხსაშვილმა ასევე დასძინა, რომ ბრალს ეთანხმება და პატიმრობაში დარჩენილ პირებს წარმატება უსურვა.

„მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დარჩენილებს, მალე გათავისუფლებას ვუსურვებ მათ, უფალი იყოს მათი მფარველი.

რთული იყო ჩემთვის [პატიმრობა], მაგრამ თავისუფლების ფასი ყველა სირთულეზე დიდია, თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ.

...ბრალს ვეთანხმები.

პირველი, რასაც გავაკეთებ, ოჯახსა და მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტები", - განაცხადა მან.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საპროტესტო აქციებზე დაბრუნებას, თუ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევად არ ჩაეთვლება, ქელეხსაშვილმა უპასუხა, რომ ჯერ არ იცის და ამაზე იფიქრებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×