
მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი, მაია ბაჩანაშვილი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მხარდამჭერებს სოციალურ ქსელში მიმართავს და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.
მაია ბაჩანაშვილი მელიას მხარდამჭერებს „უღირსებსა და მათხოვრებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მათ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით სახლებში რემონტები გააკეთეს და მობილური ტელეფონები შეიძინეს.
„მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე.
ახლა კარგად მომისმინეთ, „კურიცებო“!
ია ჯიშკარიანიდან დაწყებული, სხვა ქათმებით დასრულებული, გაფრთხილებთ:
ზოგი თქვენგანი სუსის თანამშრომლის საყვარელი იყო ან არის.
სხვა ბევრ რამესაც გავიხსენებ.
მაგალითად, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით რომ მობილურები იყიდეთ.
ზოგმა იმავე ფულით სახლებში რემონტებიც რომ გაიკეთა...
ემიგრაციაში ჩადენილი უკანონობა.
კიდევ გავაგრძელო?
ხმა ჩაიგდეთ, სანამ თქვენი სახელებისა და გვარების საჯაროდ დასახელება არ მომიწია.
უღირსები და მათხოვრები ხართ თქვენ.
და კიდევ ერთი:
ადამიანს, რომელიც წლებია პოლიტიკურ დევნასა და პატიმრობას უძლებს, უღირსს რომ უწოდებთ და ციხეს რომ უსურვებთ, პირველ რიგში საკუთარ სახეს აჩვენებთ საზოგადოებას.
ამიტომ, სანამ სხვის ღირსებაზე ილაპარაკებთ, სარკეში ჩაიხედეთ, იქ დაინახავთ პასუხს, ვინ არის სინამდვილეში უღირსი.
ფუ თქვენი...“- წერს მაია ბაჩანაშვილი.