რეზონანსი
04.06.2026

თბი­ლის­ში, მტკვარ­ში 3 ივ­ნისს გა­და­ვარ­დნილ ავ­ტო­მო­ბილ­სა და მის მძღოლს ამ დრომ­დე ეძე­ბენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბი­ჭის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი "ფოლკსვაგენ ჯე­ტას” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გვი­ან ღა­მით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, როცა მას უკ­ნი­დან მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მან­ქა­ნა მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს რო­გორც ჩანს, ჰყავს თვითმხილ­ვე­ლე­ბი და ტრა­გე­დი­ის წუ­თი­დან მი­დის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ავ­ტო­მო­ბილს ვერ მი­აგ­ნეს.

"სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, წყალ­ში გა­და­ვარ­და, მა­ლე­ვე აღარ ჩან­და მან­ქა­ნა, ჩა­ი­ძი­რა. ვი­ღა­ცის და­უ­დევ­რო­ბამ და შე­ჯა­ხე­ბამ შე­ი­წი­რა ეს ადა­მი­ა­ნი, უკ­ნი­დან შე­ე­ჯახ­ნენ და გა­და­აგ­დო სხვა მან­ქა­ნამ" - წერს თვითმხილ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი წერს, რომ შემ­თხვე­ვა გა­ლა­კტი­ო­ნის ხიდ­ზე მოხ­და.

"მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნილ მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა "მერ­სე­დე­სის" მძღო­ლი, მო­უ­ვი­დათ ავა­რია, შემ­დეგ შე­ე­ჯახ­ნენ "პრი­უსს". "პრი­უ­სის" მძღო­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, რო­გორც ვიცი. მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნილ ბიჭს ეძე­ბენ. ეგ სა­წყა­ლი ბიჭი და­ი­ღუ­პა” - ამ­ბობს ერთ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

"ამბების" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 36 წლის რაჟ­დენ ჩინ­ჩა­ლა­ძეა. იგი ჭი­ა­თუ­რის სო­ფელ ითხვი­სი­დან იყო და თბი­ლის­ში ხე­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. 

"დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, 36 წლის რაჟ­დენ ჩინ­ჩა­ლა­ძეს ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი. რაჟ­დე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი. ოჯა­ხი თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ­და. მღე­ბა­ვი იყო და მუ­შა­ობ­და ხე­ლო­ბა­ზე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სხვა მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. უპა­ტი­ოს­ნე­სი ბი­ჭია, მთე­ლი სო­ფე­ლი ჩა­სუ­ლია დიდი და პა­ტა­რა იქ დგას და ეძე­ბენ. ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სანს ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი, თვი­თო­ნაც უწე­სი­ე­რე­სი ბიჭი, ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი შექ­მნა და თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა ხდე­ბა ახლა ჩვენს სო­ფელ­ში. მთე­ლი სო­ფე­ლი გა­ნიც­დის, აქ ცხოვ­რობს მისი დედა, მამა რუ­სეთ­შია. 

ახლა ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ჩემს თა­ნა­სოფ­ლე­ლებს და ამ­ბო­ბენ, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩა­მო­სუ­ლი რა­ი­ო­ნი­დან, მაშ­ვე­ლებს უკ­ვირთ ეს ხალ­ხი სულ ყვე­ლა ერთი რა­ი­ო­ნი­დან ხართ ჩა­მო­სუ­ლიო? მთე­ლი უბ­ნის ახალ­გაზ­რდო­ბა ჩა­სუ­ლია, ყვე­ლა გა­ნიც­დის. არ ვიცი ამ ახალ­გაზ­რდამ, ამ პა­ტა­რა დრო­ში რო­გორ შე­აყ­ვა­რა ასე თავი მთელ სო­ფელს. ძა­ლი­ან დიდი სო­ფე­ლია ჩვე­ნი სო­ფე­ლი. ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ რაჟ­დენს "ჯეტა" ჰყავ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ მერ­სე­დე­სი შე­ე­ჯა­ხაო", - განაცხადა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლმა სო­ფელ ითხვის­ში და­ვით მოც­რა­ძემ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×