რეზონანსი
10.05.2026

12-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს იმ ადა­მი­ან­ზე, ვინც მის ცხოვ­რე­ბა­ში მე­სა­მე პი­რის სა­ხით გა­მოჩ­ნდა. მუ­სე­რი­ძე აცხა­დებს, რომ სუ­ლი­ე­რად გა­ტეხ­ვას არ აპი­რებს და იმ ქალს მი­მარ­თავს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის გვერ­დი­თაა.

"აქ შემ­თხვე­ვით ვინ­მე ხომ არ ფიქ­რობს, რომ მე სუ­ლი­ე­რად და­ვე­ცი, ან გო­ნებ­რი­ვად, მო­რა­ლუ­რად ან რა­მე­ნა­ი­რად?! ვინ­მე ხომ არ ფიქ­რობს, რომ მე რაც დავ­თმე, იმის დათ­მო­ბა არ მინ­დო­და?! რისი დათ­მო­ბაც მინ­დო­და, ის დავ­თმე. ეს წუ­თი­ე­რი სი­სუს­ტე­ე­ბი ყვე­ლას ეპა­ტი­ე­ბა, მთა­ვა­რია გვჯე­რო­დეს, რომ ხვალ უფრო კარ­გი დღე იქ­ნე­ბა, იმის შემ­დეგ, კი­დევ უფრო კარ­გი. თუ თქვენ და­ი­ჯე­რებთ, ეს ნამ­დვი­ლად ასე იქ­ნე­ბა. რაც და­სათ­მო­ბია, ის უნდა დათ­მო და უნდა გა­დას­ცე მას, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, ეს ტვირ­თი თა­ვად ზი­დოს.

ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა, თუ დი­ლით გა­იღ­ვი­ძებ იმ ფიქ­რით, რომ ის დღე იქ­ნე­ბა კარ­გის მომ­ტა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად.

მე ახლა ვი­ძი­ნებ იმ ფიქ­რით, რომ ყვე­ლა­ფე­რი ცუდი დავ­ტო­ვე უკან და ხვა­ლინ­დე­ლი დღე იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი.

ბევ­რი რჩე­ვა მო­ვის­მი­ნე, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია თა­ვად და­ვა­ჯე­როთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ტა­ნა შეგ­ვიძ­ლია. იმ ვი­ღა­ცებ­მა ვინც ცდი­ლობ­და უბე­დუ­რე­ბა მო­ე­ტა­ნა ჩვენ­თვის, იმათ­მა იჟიმ­ჟი­მონ ცოტა ხანი. ხვალ ახა­ლი დღეა, რა იცით ბედი რას უმ­ზა­დებს, რა იცით, თა­მუ­ნა რას უმ­ზა­დებთ.

ათენ­ში ვი­ტი­რე, შეხ­ვედ­რა რომ მქონ­და დე­დებ­თან. იქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მა­ტი­რებ­და. ის 5-წუ­თი­ა­ნი ტი­რი­ლი საკ­მა­რი­სი იყო. ის ჩემი ახა­ლი "მე­გო­ბა­რი“ ნერ­ვი­უ­ლობს თურ­მე, რომ სა­ჯა­როდ არ ვთქვა მისი სა­ხე­ლი და გვა­რი. ფოტო არ დავ­დო. ინერ­ვი­უ­ლე დაო, ცოტა ხანი ინერ­ვი­უ­ლე ახლა, რა იცი, რა და­მარ­ტყამს თავ­ში", - წერს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×