რეზონანსი
22.03.2024

გუ­შინ მთე­ლი ქვე­ყა­ნა ზე­ი­მობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის უდი­დეს გა­მარ­ჯვე­ბას, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სა­ოც­ნე­ბო ფი­ნალ­ში მოხ­ვდნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთ­სა და ყა­ზა­ხეთს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს შეხ­ვდე­ბა. თუ ფი­ნალ­საც მო­ი­გე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

ნაკ­რებს დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გამო ვერ და­ეხ­მა­რა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. ჩვე­ნი გუნ­დის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ასე­თი იყო - მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კვერ­კვე­ლია, კა­შია, დვა­ლი, შენ­გე­ლია, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ჩაკ­ვე­ტა­ძე, მი­ქა­უ­ტა­ძე, ზივ­ზი­ვა­ძე.

ან­გა­რი­ში 41-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გახ­სნა. გოლი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ გა­ი­ტა­ნა. მე­ო­რე ტა­ი­მის სა­წყის ეტაპ­ზე, 53-ე წუთ­ზე ლუქ­სემ­ბურ­გმა გოლი გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა ეს გოლი გა­უქ­მდა, რად­გან მა­ნამ­დე მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან ორ­თაბ­რძო­ლა­ში მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და­ჯა­რიმ­დნენ, ამ ეპი­ზოდს წი­თე­ლი ბა­რა­თი მოჰ­ყვა და მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს. მატ­ჩის 64 წუთ­ზე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ დუბ­ლი გა­ი­ფორ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა გა­ზარ­და. სა­ბო­ლო­ოდ, თა­მა­ში ჩვე­ნი გუნ­დის გა­მარ­ჯვე­ბით 2-0 დას­რულ­და.

მატ­ჩის შემ­დეგ ლუქ­სემ­ბურ­გის ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ლუკ ჰოლცმა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა მთა­ვა­რი არ­ბიტ­რის ხოსე მა­რია სან­ჩე­სის მი­სა­მარ­თით და თქვა, რომ ხოსე მა­რია სან­ჩე­სი „მათი გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­და".

„ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს გა­მარ­ჯვე­ბას, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი ტა­ი­მის ფონ­ზე, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი იყო. გა­უ­გე­ბა­რია, მსაჯ­მა რის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­და. თა­ვი­დან ჩვენ ფეხ­ბურ­თელს მი­ქა­უ­ტა­ძე ექა­ჩე­ბო­და, ამის შემ­დეგ თა­მა­ში გა­აგ­რძე­ლა და შემ­დეგ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - ჩვე­ნი გოლი გა­ა­უქ­მა და აქეთ და­ვი­სა­ჯეთ. უკვე მე­ო­რე შეხ­ვედ­რაა, ეს არ­ბიტ­რი ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებს" - თქვა ჰოლცმა.

40 წლის სან­ჩე­სი ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი არ­ბიტ­რია, რო­მელ­მაც ბო­ლოს, 18 მარტს, მად­რი­დის ატ­ლე­ტი­კოს და ბარ­სე­ლო­ნას შეხ­ვედ­რა იმ­სა­ჯა, რო­მელ­შიც 4 ყვი­თე­ლი და 1 წი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა ფეხ­ბურ­თე­ლებს. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მან ასე­ვე იმ­სა­ჯა სპარ­ტა-ლი­ვერ­პუ­ლი, სელ­ტა-ალ­მე­რია, ბილ­ბაო-ჟი­რო­ნა, კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი-მან­ჩეს­ტერ სიტი, რე­ა­ლი-ატ­ლე­ტი­კო და ბილ­ბაო-ბარ­სე­ლო­ნა.

ვინ არის ხოსე მა­რია სან­ჩე­სი?

ხოსე მა­რია სან­ჩეს მარ­ტი­ნე­სი ეს­პა­ნე­ლი მსა­ჯია. ის უე­ფას ელი­ტა­რუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის არ­ბიტ­რებს შო­რის არის. მსა­ჯო­ბა 2000 წელს და­ი­წყო, თავ­და­პირ­ვე­ლად ეს­პა­ნე­თის „სე­გუნ­და დი­ვი­ზი­ონ­ში" მსა­ჯობ­და, ხოლო ოთხი წლის შემ­დეგ, ეს­პა­ნე­თის უმაღ­ლეს დი­ვი­ზი­ონ­ში, „ლა ლი­გა­ში" და­წი­ნა­ურ­და.

მას უყ­ვარს ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის ჩვე­ნე­ბა და Whoscored.com-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მატჩში სა­შუ­ა­ლოდ ექვს ყვი­თელ ბა­რათს აჩ­ვე­ნებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სან­ჩე­სი პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია და მსა­ჯო­ბამ­დე თურ­მე ბან­კშიც მუ­შა­ობ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ მი­უ­ღია სა­კა­მა­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ბარ­სე­ლო­ნას და ბე­ტი­სის ფა­ნებს არ ავი­წყდე­ბათ, 2020 წელს მოხ­და - ლა ლი­გა­ში ბარ­სა-ბე­ტი­სის თა­მა­შის დროს, ხოსე მა­რია სან­ჩეს­მა კლე­მენტ ლენ­გლე მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა, ასე­ვე გა­ა­ძე­ვა ფე­კი­რი. ფა­ნე­ბი თვლიდ­ნენ, რომ - უსა­მარ­თლოდ. გულ­შე­მატ­კი­ვარს რო­გორც ჩანს, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­აც ეთან­ხმე­ბო­და, რად­გან ამ მატ­ჩის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თა­მაშ­ზე ხოსე მა­რი­ას აღარ უმ­სა­ჯია.

მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ ამ მატჩზე არ­ბიტრმა კონ­ტრო­ლი და­კარ­გა. ორი­ვე გუნ­დის მწვრთნე­ლი აკ­რი­ტი­კებ­და სან­ჩესს და თვლიდ­ნენ, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით მატ­ჩი და­ა­ზა­რა­ლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×