რეზონანსი
11.02.2024

თებერვალს, კლუბ „ბასიანთან“ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად პარაკლისი გადაიხადეს.

პარაკლისი, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონას გარდაცვალებას უკავშირდებოდა, რომელიც 28 იანვრის ღამით შეუძლოდ გახდა. იგი, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ცნობით, იგი კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

აღნიშნულ პარაკლისს საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული დიჯეი გიგა პაპასკირი ესწრებოდა, რომელიც სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„ბასიანზეც უნდა ვიაროთ! ხიდზეც და ყველგან სადაც კარგი მუსიკაა! 9 - იანები, Ben Klock, Marco Baley, Hamatsuki Kancheli და კიდევ რამდენი საყვარელი არტისტი ჩამოვთვალო! აქ კლუბებს არავინ არ ერჩის! იმ ადგილიდან საიდანაც ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა და გარდაიცვალა მის მიმდებარედ - სკვერში ჩატარდა პარაკლისი. იქ ყველა იდგა სუფთა გულით და სიყვარულით! არავინ! არც ერთი კაციც კი არ მისულა კლუბთან ახლოს! მამაო პარაკლისს სკვერში ჩაატარებს თუ ეკლესიაში ეს არავის საქმე არ არის! 

და მინდა მივმართო "რადიო თბილისი"-ს! თქვენი ეს დამცინავი ფოტოები, რომ მამაო უკრავს და ამახვილებთ ყურადღებას აიფონზე და მატერიალურზე - სირცხვილია! გამოიძიეთ რამე?! რა დაემართა ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლეს?! ამაზე რატომ არ საუბრობთ?! 

ვერანაირად ვერ მომედავებით ვერაფერზე! რელიგია თქვენი დასაცინი არ არის! ყველამ თქვენს გულებში ჩაიხედეთ და დაფიქრდით! ხან პოპულისტობას მიაწერეს ჩემი იქ ყოფნა და ხან რას, ხან რას! ჩემი ორი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ! თუ იქ მე ცრემლები არ წამომსვლოდა თვალებიდან და გული გასკდომაზე არ მქონოდა! 

სულ დავკარგეთ ადამიანობა?! ყველა მიყვარხართ! და გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს! მე არ ვარ ბოროტი და არ მეზიზღებით არავინ! 

მე დიდი ნაბიჯი გადავდგი და მზად ვარ ბოლომდე ამ სიყვარულით დავამტკიცო ჩემი სათქმელი! სათქმელი იმაზე - თუ როგორ იღუპება ახალგაზრდობა ამ წყეული ნარკოტიკებით“ - დაწერა პაპასკირმა.

„დაიჯესტი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×