რეზონანსი
28.01.2024

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში 6 წლის ნია ერქვანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

„გლოვობს ჩემი სამტრედია გარდაიცვალა 6 წლის ნია ერქვანიძე.

ანგელოზებით გაივსო ზეცა...

პატარა სასახლეში როგორი შესახედი იქნები ნეტავი? თანაგიგრძნობთ პირველ რიგში დედ-მამას. პატარა ნიაკოს ზეცაში ჩაიხუტებს და მოუვლის სამოთხის ანგელოზები.

ცხოვრება უცებ დიდ კოშმარად დაუსრულებელ ჯოჯოხეთად ექცა... მშობლები კი დარჩა სულ მარტო, სულ სულ მარტო ამ ქვეყანაზე ნიას გარეშე. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო... ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო შოკირებული ვარ... არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ...ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი...

ასეთი ანგელოზები იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფეველში. მოიხსენეთ ლოცვებში მისი უკვდავი ლამაზი სული.

ღმერთმა მისცეს მის დედა-მამას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ...

მზის ამოსვლას ჰგავს  და მთვარის  ჩასვლას  ანგელოზი  ზეცად ანგელოზად  იქცა  ამ დროს რა რთულია ადამიანი ანუგეშო.

და კიდევ ერთი პატარა ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს...

შენს გამწარებულ დედიკოს და მამიკოს მხოლოდ შენი ფერად-ფერადი ფოტოები დარჩათ სახსოვრად, სიტყვები უძლურია, დავმუნჯდი, ტკივილს რომელსაც სახელი არა აქვს...“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×