რეზონანსი
20.12.2022

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი მომღერალი - თამარ გვერდწითელი თითქოს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თავს ცუდად გრძნობს. ამის შესახებ მისმა ყოფილმა პროდიუსერმა მოსკოვში - სერგეი პუდოვკინმა ისაუბრა, თუმცა, თამარ გვერდწითელის თბილისში მცხოვრები მეგობრები და მისი მენეჯერი "კვირის პალიტრასთან" საუბარში საპირისპიროს ამბობენ - რომ მომღერალი თავს კარგად გრძნობს და გუშინ შვილთან გაემგზავრა:

"თამრიკოს შესახებ ეს ინფორმაცია მოსკოვში მისმა ყოფილმა პროდიუსერმა - სერგეი პუდოვკინმა გაავრცელა, რომელთანაც თამრიკო აღარ თანამშრომლობს. თითქოს ამით გამართლება მოუძებნა იმ ფაქტს, რომ თამარა იმის გამო არ მღერის და არ გამოდის კონცერტებზე, რომ ცუდადააო.

სიმართლე ის გახლავთ, რომ თამარ გვერდწითელი გუშინ ესპანეთში გაფრინდა თავის შვილთან, დასასვენებლად. გავრცელებული ინფომაცია სიცრუეა და მისი გულშემატკივარი ტყუილად ნუ ინერვიულებს", - თქვა მომღერლის მეგობარმა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში თამარ გვერდწითელს დედა გარდაეცვალა, რომელიც ცხადია, მისთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი იყო:

"83 წლის ინა კოფმანმა ხერხემალზე თიაქრის ოპერაცია გაიკეთა, სიარულში უშლიდა ხელს და ტკივილები ჰქონდა... ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ იგი თრომბოემბოლიით გარდაიცვალა... დილით კარგად იყო და საღამოს დარეკეს, გარდაიცვალაო... ცხადია, როდესაც ეს ამბავი თამარმა გაიგო, განიცადა და ემოციურად ცუდად იყო, კლინიკაში მართლაც მოხვდა, თუმცა ეს იმ ერთ საღამოს, მეორე დღეს კი უკვე სახლში იყო და პანაშვიდებსა და დაკრძალვას ჩვეულებრივად დაესწრო", - ამბობს თამარის მეგობარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×