რეზონანსი
05.09.2022

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში 65 წლის ქალზე წერს, რომელიც სახლიდან გაპარვით გათხოვდა.

„65 წლის ბებია მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს. სახლიდან ხშირად გადიოდა ხოლმე და სეირნობდა დღის განმავლობაში. ჩვენი კორპუსის წინ ერთი სკვერია და იქ იჯდა ხოლმე. ფანჯრიდან რომ გადავხედავდით, რამდენჯერმე შევამჩნიეთ, რომ ერთ მოხუც კაცს ელაპრაკებოდა, მაგრამ უბრალოდ ვიფიქრეთ, რომ ასაკის გამო გაუგეს ერთმანეთს და დიდი ყურადღება არ მივაქციეთ.

1 კვირის წინ სწორედ ასე გავიდა სახლიდან, თქვა, სასეირნოდ მივდივარო, თან რაღაც პარკი წაიღო, გვითხრა - იქ შევჭამ რამესო. რამდენიმე საათში ფანჯრიდან გადავხედეთ და თავის ჩვეულ ადგილას არ იჯდა. ასე ველოდეთ ღამემდე და უკვე საძებნელად უნდა ჩავსულიყავი, რომ ტელეფონმა დარეკა. ბებიაჩემი იყო და მითხრა, ამადაამ სახლში ვარ და მოდითო. მთელი ოჯახი წავედით წამოსაყვანად და რას ვხედავთ. შევდივართ კარებში თვალებს არ დავუჯერეთ. 100-კაციანი სუფრაა გაჭიმული, მაგიდის თავში კი ბებაჩემი ვიღაც კაცთან ერთად ზის. ხელი მოვკიდე და გარეთ გამოვიყვანე ვუთხარი, ამიხსენი აქ რა ხდება-თქო. თურმე გათხოვილა და ჩვენთვის არ უთქვამს, ეგონა დავუშლიდით. ბოლოს ხუმრობით ისიც მიამატა, რომ მოსახდენი უკვე მოხდა და უკან ვეღარ დაბრუნდებოდა“, - წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი, სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×