ელზა პაპოშვილი 12.09.2023

საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ისევ სკანდალში და მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს ევროპული თანამეგობრობის წევრი გახდეს.
|
ინტერვიუ 12.09.2023

პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება - რა სიახლეები დახვდება საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რა იცვლება ამომრჩევლისთვის და რა ეტაპზეა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს.
|
ნაზი ბერიძე 12.09.2023

ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ შეიძლება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს ორ სახელმწიფოს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამის ერთ-ერთი საბაბი შეიძლება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გახდეს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, მათ შორის საქართველო. „რეზონანსი" ომის ალბათობაზე პოლიტიკის ექსპერტებს ესაუბრა.
|
გვანცა წულაია 12.09.2023

ქვეყანაში მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და მის მოახლოებასთან ერთად, ბინების დაქირავება აქტიურ ფაზაშია. ირკვევა, რომ მიმდინარე ეტაპზე უძრავი ქონების ქირის გადასახადი არ გაზრდილა და წელს ქართველ სტუდენტებს კატასტროფულად მაღალი ფასის გადახდა აღარ უწევთ. თანაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს ბინის დაქირავება გაუმარტივდათ და მათთვის უფრო მეტი შეთავაზებაა, ვიდრე შარშან ამ დროს. სავარაუდოა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, როცა წინასასწავლო პერიოდის ბუმი გადაივლის, ქირის ტარიფი შემცირებას დაიწყებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.09.2023

ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატობაზე ანგარიში სავარაუდოდ ოქტომბერში გამოქვეყნება და ამ დოკუმენტის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ევროპულ საბჭო მიიღებს. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, ოქტომბრის შუალედური რეკომენდაციები შესაძლოა პოზიტიური იყოს, თუმცა სავარაუდოდ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ჟოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო როგორ იქნება აღქმული ბრიუსელში.
|
ნაზი ბერიძე 12.09.2023

„არ არის გამორიცხული, რომ უკრაინა ევროპაში თავისი კავშირების და გავლენების გამოყენებით, შეეცადოს დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება," აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ზელენსკის ადმინისტრაციის წევრის მიხაილ პოდოლიაკის გამონათქვამის კომენტირებისას, რომ საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.09.2023

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტთან დაკავშირებით მათთვის დახმარება არ უთხოვია და მსჯელობა მხოლოდ იმაზე იყო თუ რა შეიძლება ერთობლივად გაკეთდეს, რომ „ქართულ ოცნებას" არ მიეცეს შანსი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩააგდოს".
|
ელზა პაპოშვილი 11.09.2023

თბილისში, ტურისტულ უბანში სისხლიანი გარჩევა მოხდა - შარდენზე ცივი იარაღით მოკლულია ერთი და დაჭრილია ასევე ერთი ადამიანი. როგორც ცნობილი ხდება, ბრალდებულმა 31 წლის კაცმა ფიზიკური დაპირისპირებისას 2 პირს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
|
ქეთო გოგოხია 11.09.2023

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამსვლელთა 60%-მა ვერ ჩააბარა. ამის ერთ-ერთი მიზეზი გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვების დამატება, ასევე რეალურ მოძრაობაში გამოცდის გადატანა ქალაქში, რაც მომავალი მძღოლების მხრიდან მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს. დიდი ალბათობით, შესაძლოა, მიმართიანობამ იკლოს დიდი ხარჯიდან გამომდინარე, რისი გაღებაც მომხმარებლებისთვის ადვილი აღარ არის.
|
ელზა პაპოშვილი 11.09.2023

უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ, ბოლო დღეებში მათ, სოფელ რობოტინოსთან, კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დეოკუპაცია შეძლეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრიის მიმართულების პრესცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.
|
ქეთო გოგოხია 11.09.2023

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა, თუმცა მთავრობა მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილების დეტალებს არ ასაჯაროებს. შესაბამისად, სპეციალისტებს უჭირთ განსაზღვრა, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარე ახლავს კანონპროექტს და კონკრეტულად როდის შეიძლება შევიდეს ძალაში. წელს, დიდი ალბათობით, ვერ მოესწრება. საუკეთესო შემთხვევაში, ახალი კანონპროექტი 2024 წლის მეორე ნახევრიდან, ამოქმედდება, თუმცა ესეც ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.
|
გვანცა წულაია 11.09.2023

საერთაშორისო ბირჟების პარალელურად, საწვავი ძვირდება საქართველოშიც. ბოლო თვეების ტენდენცია ფასების შეუქცევადი ზრდით გამოირჩევა და მოლოდინიც რეალობის შესაბამისია. მსოფლიოში არ გამორიცხავენ, რომ 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ 100 დოლარს გადააჭარბოს, საქართველოში კი ამბობენ, რომ დიზელი ფასი მალე 3 ლარს გადასცდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|