სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    29.02.2016

     შაბათს "მიხეილ მესხზე" გაიმართა "რაგბი ევროპის" მიმდინარე გათამაშების მესამე ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. "ბორჯღალოსნებმა" იბერიული დერბი ისევ დამაჯერებლად მოიგეს 38:7 და პრემიალური ქულაც მიითვალეს.

    მამუკა ნაცვალაძე
    27.02.2016

     დღეს "მიხეილ მესხზე", 17:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. დასავლეთ და აღმოსავლეთ იბერიელთა სარაგბო დერბი ყოველთვის სასიამოვნო საცქერია. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა უპირატესობა "ბორჯღალოსნებს" აქვთ, ესპანელთა სწრაფი, ტექნიკური თამაში განსაკუთრებულ სანახაობრივ ესთეტიკას სძენს თამაშს.

    მამუკა ნაცვალაძე
    26.02.2016

     ხვალ, 27 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "მიხეილ მესხის" სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეერკინება. ეს იქნება ამ გუნდებს შორის გამართული მე-17 რკენა. ურთიერთშეხვედრების ისტორია 2000 წლიდან იღებს სათავეს. 16 შეხვედრაში 12-ჯერ "ბორჯღალოსნებმა" იმარჯვეს, 3-ჯერ ესპანელებმა მოგვიგეს და ერთხელაც მატჩი ფრედ დასრულდა.

    მარი მგალობლიშვილი
    25.02.2016

     დანი ალვეშმა ბავშვობიდან იცოდა, რომ დადგებოდა დღე როდესაც თავის სახელს მსოფლიო გაიგებდა. დღეს, 32 წლის ფეხბურთელი შეიძლება იყოს კმაყოფილი, რადგან ბავშობის ოცნება აიხდინა - ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც. ცნობილი ბრაზილიელი მოთამაშე, თამაშობს ეროვნულ ნაკრებში და "ბარსელონაში". ვიპ პოპულარობას უმკლავდება.

    მარი მგალობლიშვილი
    24.02.2016

     "ბარსელონას" ბაზას "ლივერპულის" ლეგენდა ჯეიმს კარაგენი ჟურნალისტის ამპლუაში ესტუმრა, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ სპორტულ ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. ინგლისელმა ექს-ფეხბურთელმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა კატალონიელთა მეგოლესა და მის ყოფილ თანაგუნდელ, ლუის სუარესს. საერთოდ ურუგვაელი ფეხბურთელი პრესას არ სწყალობს, ამიტომ მისი ინტერვიუები პრესაში იშვიათად იბეჭდება. ამჟამად კარაგენმა სუარესი აალაპარაკა და ბევრ საინტერესო თემებზეც ასაუბრა.

    მარი მგალობლიშვილი
    23.02.2016

     გიორგი აბურჯანია იანვარში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "ხიმნასტიკში" გადავიდა. ქართველი ფეხბურთელის დებიუტი ესპანურ კლუბში უკვე შედგა.

    მამუკა ნაცვალაძე
    22.02.2016

     საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ბერძენი ილიას ზუროსი გაწვრთნის. ხელშეკრულება 1%1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება. ილიას ზუროსი საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებისა და ტიტულების მქონე სპეციალისტია. ის საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს თავკაცობდა.

    მარი მგალობლიშვილი
    20.02.2016

     სასტუმრო "ქორთიად მარიოტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე, ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

    მარი მგალობლიშვილი
    19.02.2016

     მადრიდის "რეალის" ახალმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თანაშემწედ, თავის ყოფილი თანაგუნდელი რობერტო კარლოსი წაიყვანა.

    მამუკა ნაცვალაძე
    18.02.2016

     განახლდა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება, გაიმართა ორი მატჩი. პარიზში, პარკ დე ფრანსზე ადგილობრივმა პსჟ-მ ლონდონის "ჩელსი" მიიღო და დაამარცხა 2:1. ლისაბონში კი ესტადიუ დუ ბენფიკაზე პორტუგალიურმა "ბენფიკამ" მატჩის ბოლო წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით შეძლო სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ძლევა 1:0.

    მამუკა ნაცვალაძე
    17.02.2016

     საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს უახლოეს დღეებში საკმაოდ საინტერესო სამხრეთამერიკული ტურნე ელის. ილია მაისურაძის შეგირდები უკვე გაემგზავრნენ არგენტინაში, სადაც 20 და 24 თებერვალს ამ ქვეყნის 20 წლამდელებთან სპარინგებია დაგეგმილი. 28 თებერვალსა და 4 მარტს კი ჩვენი ბიჭები ურუგვაელ თანატოლებს შეერკინებიან.

    მარი მგალობლიშვილი
    16.02.2016

     ყაზანის "რუბინის" ქართველმა ფეხბურთელმა სოლომონ კვირკველიამ გასულ სეზონში საუკეთესო მცველის სტატუსი მოიპოვა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter