სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    30.06.2019

     უკრაინულ პოლიტიკაში შოუ ბიზნესის კიდევ ერთი წარმომადგენელი გამოჩნდა. შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ, პოლიტიკაში წასვლა პოპულარული როკ ჯგუფ „ოკეან ელზის" სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმაც გადაწყვიტა. ვაკარჩუკი ადრეც ძალიან პოპულარული იყო, და ელოდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავიდოდა, სადაც ბევრი მას წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, ზელენსკისგან განსხვავებით, ვაკარჩუკმა მაშინ თავი შეიკავა და, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დიდი შეცდომაც დაუშვია. ახლა ის ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს და პოლიტიკაში დიდი ამბიციებით მოდის, თუმცა იმ წინაპირობით, რომ მუსიკალურ ცხოვრებას არ შეეშვება.

    მუსიკოსმა მისივე შექმნილი პარტიით „გოლოს" უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება დააანონსა, პარტიის გეგმების შესახებ ვაკარჩუკმა უკრაინის ერთ-ერთ ტელეარხზე ისაუბრა.

    ჯგუფის სოლისტმა უფლება დაიტოვა, რომ პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად ჩართული იყოს შოუბიზნესშიც, ჩაწეროს სიმღერები და მიიღოს მონაწილეობა კონცერტებში. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მისთვის ამ დროს შოუბიზნესში მოღვაწეობის შეწყვეტა უცნაური და არასასურველი იქნებოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პრიორიტეტს მაინც პოლიტიკას მიანიჭებს.

    შოუბიზნესიდან პოლიტიკაში წასული გამოუცდელი ადამიანები, პოლიტიკურ დებატებში და სატელევიზიო ინერვიუებში ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე, ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ დღეებში „ოკეან ელზის" სოლისტიც.

    სვიატოსლავ ვაკარჩუკი უკრაინულ ტელეარხზე პარტია „ბატკივშინას" ლიდერთან იულია ტიმოშენკოსთან დებატებში უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

    მუსიკოსი გაურკვევლობაში აღმოჩნდა მაშინ, როდესაც მას ტიმოშენკომ ჰკითხა, ყოველთვიურად უკრაინის რამდენი მაცხოვრებელი იხდის ბუნებრივ აირზე გადასახადს. ვაკარჩუკი დაიბნა და ვერ შეძლო პასუხის გაცემა, შემდეგ მან გაიმეორა ის ციფრები, რომელიც ახლო-მახლო მჯდომმა ადამიანებმა უკარნახეს.

    უკრაინის ტელეარხის მაყურებლები კომენტარებში აღნიშნავდნენ, რომ მუსიკოსი ჰგავდა დაფასთან გასულ ოროსან სკოლის მოსწავლეს, რომელიც დავალებას ვერ პასუხობდა, და ძალიან დამცირებულად გამოიყურებოდა.

    მიმდინარე წლის 16 მაისს ცნობილი გახდა რომ "ოკეან ელზის" სოლისტმა შექმნა პარტია „გოლოს" უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ცნობილია რომ პარტიაში შევლენ უკრაინის იუსტიციის ყოფილი მოადგილე იულია კლიმენკო, "საერთაშორისო გამჭირვალობა უკრაინის"ყოფილი ხელმძღვანელი იაროსლავ იურჩიშინი და ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სოლომია ბობროვსკაია.

    როგორც BBC-ის უკრაინული სამსახური წერს, პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ პარტია არცერთ თეთრს არ აიღებს ოლიგარქებისგან და ამის ნაცვლად, დაფინანსებას გამჭვირვალე ბიზნესებისა და უბრალო უკრაინელებისგან მიიღებს.

    ვაკარჩუკმა პოლიტიკაში წასვლაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 23 იანვარს ისაუბრა

    "მსურს, რომ უკრაინულ პოლიტიკაში რაც შეიძლება, მეტი ახალი სახე შემოვიყვანო. ხელისუფლებაში ყოფნა, როგორც ასეთი, არ მხიბლავს. პოლიტიკისკენ უკრაინის არსებული პოლიტიკისგან იმედგაცრუება მიბიძგებს,"- თქვა ვაკარჩუკმა იანვარში ლონდონში ბრიტანელებსა და უკრაინელებს შორის გამართულ შეხვედრაზე.

    მისი თქმით, ყურადღების ცენტრში კორუფციის წინააღმდეგ და სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა უნდა იყოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×