სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    11.12.2017

     ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, თაიმს სქვერთან ახლოს აფეთქება მოხდა. ამის შესახებ “ბი ბი სი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. 

    მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ავტობუსის სადგურზე მოხდა. სავარაუდო ვერსიით კი, ასაფეთქებელი მოწყობილობა სატრანსპორტო კომპანიის სათაო ოფისში ამოქმედდა. 

    როგორც ცნობილია, ერთი ბრალდებული უკვე დაკავებულია. რაც შეეხება დაშავებულებს, ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილი მინიმუმ ერთი ადამიანია.

    ცნობისთვის, სადგური სადაც აფეთექება მოხდა აშშ-ში ყველაზე დიდი ტერმინალია, რომელიც წელიწადში 65 მილიონ ადამიანზე მეტს ემსახურება.

    ექსპერტი უსაფრთხობის საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს “ისლამური სახალიფოს” მუქარის შედეგია, რომელიც მან ცოტახნის წინ გაავრცელა.

    “სწორედ “ისლამური სახალიფო”, დაიში დაიმუქრა, რომ მოახდენდა წინასაახალწლოდ ტერაქტების სერიას, მთელი ევროპის მასშტაბით. იქ ამერიკაც იყო მინიშნებული. მათ ეს კლიპის სახითაც გაავრცელეს. როგორც ჩანს, ეს მათი გააქტიურების ერთ-ერთი ელემენტია”, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    რაც შეეხება ტერაქტების სერიის გაგრძელებას, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ გააჩნია ამ შემთხვევას რა კვალიფიკაცია მიენიჭება. მისი თქმით, ამის დადგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტული პროგნოზების გაკეთების საშუალება.

    “გააჩნია რა ტიპის ასაფეთქებელი გამოიყეს და ამ კონკრეტულ შემთხვევას რა კვალიფიკაცია მიენიჭება. ასევე, საინტერესოა როგორ მასშტაბებზე იყო ის გათვლილი. თუ მსხვერპლი არ არის და ერთ ერთი ბრალდებულიც დაკავებულია, ე.ი ამერიკელმა სამართალდამცავებმა მოასწრეს პრევენცირება და  აფეთქების მასშტაბების შემცირება”,-ამბობს ვახტანგ მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved