ნატო რუსეთს ზღვარგადასულ პროპაგანდაში ადანაშაულებს
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
13.02.2017

 ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, რუსული პროპაგანდის მნიშვნელონი გაძლიერება შეინიშნება, - აცხადებს ნატოს პრესმდივნი ოანა ლუნგესკუ. დეზინფორმაცია ვრცელდება სატელევიზიო არხი ღთ-სა ("რაშა თუდეი") და საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკის" საშუალებით, რომლებიც ცრუ ამბების ("ფეიკ ნიუსების") ტირაჟირებით არიან დაკავებულ

ბოლო ასეთი შემთხვევა სულ რამდენიმე დღის წინ იყო, როდესაც რუსულმა არხმა "ლაიფ ნიუსი" ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენგერგისა და რუსი პრანკერების არშემგარი საუბრის ფაბრიკაცია გამოაქვეყნა. მანამდე პრანკერებმა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს სახელით ნატოს შტაბ-ბინაში მეილი გააგზავნეს, რომელშიც გენერელურ მდივანთან სატელეფონო საუბარს ითხოვდნენ, თუნცა წერილი მაშინვე იყო იდენფიცირებული, როგორც ყალბი და სატელეფონო კომუნიკაცია არ გამართულა, აცხადებენ ნატოში.

"რაშა თუდეიმ", "სპუტნიკმა" და რიგმა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა ასევე აშკარა დეზინფორმაცია გაავრცელეს გასული წლის ზაფხულში, როდესაც იზმირში განლაგებული ნატოს ბაზის მახლობლობლად, ტყის ზოლში ხანძარი გაჩნდა. მაშინ რუსმა პროპაგანდისტებმა ეს თურქეთში გადატრიალების მცდელობის საპასუხოდ საბოტაჟის ფაქტად წარმოადგინეს.

სწორედ ასეთი პროპაგანდისტული კამპანიის ფონზე, ნატო იძულებული იყო შეეკრიბა და გამოაქვეყნებინა ინფორმაცია რუსულის მიერ მოგონილი და კულტივირებული 32 მითის შესახებ.

ამ სიაში საპატიო ადგილი უჭირავს საქართველოს, სადაც, რუსეთის მტკიცებით, ნატო სამხედრო ბაზის განთავსებას აპირებდა. თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ უელსის სამიტის გადაწყვეტილებით, ჩვენთან გაიხსნა მხოლოდ საერთაშორისო სასწავლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ჯარის წვრთნასა და მომზადებას, ასევე მასზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერებას.

 სხვა მითებს შორის აღსანიშნავია მტკიცება იმის შესახებ, რომ ნატოს ბაზები მთელ მსოფლიოშია განლაგებული. თუმცა, როგორც ნატოში აცხადებენ, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა მხოლოდ იმ რეგიონებშია განლაგებული, სადაც ალიანსი ატარებს ოპერაციებს. დღეისათვის ასეთი ობიექტები არის მხოლოდ ავღანეთსა და კოსოვოში.

ნატოს აქვს სამოქალაქო ბიუროები საქართველოში, უკრაინასა და თავად რუსეთში, მაგრამ ისინი ვერ ჩაითვლება "სამხედრო ბაზებად".

ამასთან, ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ საკუთარი ბაზები ორმხრივი შეთანხმებებისა და მასპინმძელი ქვეყნის თანხმობის საფუძველზე, რუსეთისგან განსხვავებით, რომელმაც ცალმხრივად განალაგა სამხედრო კონტინგენტები საქართველოში (აფხაზეთი და "სამხრეთი ოსეთი"), უკრაინასა და მოლდოვაში.

ცალსახაა ნატოს პასუხი რუსეთის მოთხოვნაზე, უკრაინის (და მისი სხვა მეზობელი ქვეყნების) ნატოში არგაწევრიანების შესახებ 100-პროცენტიანი გარანტიის მიღების თაობაზე. 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიხედვით, ყოველ ქვეყანას უფლება აქვს გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, იყოს ან არ იყოს ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებისა და სამოკავშირეო ხელშეკრულებების მონაწილე. ეუთოს ყველა წევრმა სახელწიფომ. მათ შორის რუსეთმაც, აიღო ამ პრინციპის პატივისცემის ვალდებულება.

ერთ-ერთ ყველაზე უაზრო მითს წარმოადგენ რუსეთის მტკიცება, რომ ნატოს სურვილი აქვს, ალყაში მოაქციოს რუსეთი. ეს მტკიცება ეწინააღმდეგება გეოგრაფიასა და უბრალო საღ აზრს. რუსეთის სახმელეთო საზღვარი შეადგენს 20 ათას კილომეტრს და აქედან მხოლოდ 1215 კმ წარმოადგენს საზღვარს ალინსის წევრ ქვეყნებთან. რუსეთის მოსაზღვრე 14 ქვეყნიდან ნატოს წევრი მხოლოდ 5-ია.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ანტიდასავლური კამპანიის ფონზე, რუსეთში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნატოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. მოსახლეობის 67 პროცენტი ალიანსს საფრთხედ აღიქვამს. 2012 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 29 პუნქტითაა გაზრდილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×