ელზა პაპოშვილი
26.02.2024

უკრაინაში ომის დაწყებიდან  2 წლის შემდეგ ქვეყანა უმძიმესი რეალობის წინაშე დგას. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ თუკი მათ ამერიკიდან დახმარება დროზე არ მიეწოდებათ და ეს დროში კიდევ გაჭიანურდება, მაშინ ფრონტის ხაზზე სავალალო სიტუაცია შეიქმნება. პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის დაგვიანებულმა დახმარებამ შედეგი უკვე ჰპოვა და მათ იარაღის ამოწურვის გამო, ავდიივკა დაკარგეს. 

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვის ძალებმა ღამით სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების ახალი ტალღა წამოიწყეს. ზელენსკი ამბობს, რომ ომის განმავლობაში სულ მცირე 31,000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს იყო იშვიათი აღიარება დანაკარგების შესახებ . თუმცა აშშ-ს ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი შეიძლება 70,000-ს მიუახლოვდეს .  

უკრაინაში დაპირებული სამხედრო დახმარების ნახევარი დაგვიანებით მოდის, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კვირას კიევში გამართულ კონფერენციაზე, რადგან იზრდება შეშფოთება უკრაინის საბრძოლო მასალის შემცირების გამო .

ზელენსკიმ და უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიჰალმა კვირას გამოთქვეს იმედი, რომ აშშ-ის კონგრესი დათანხმდება ქვეყნისთვის მეტი დახმარების გაგზავნაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი იქ ჩერდება .

კვირას თავის გამოსვლაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას „არ აქვს ალტერნატივა“, გარდა რუსეთის დამარცხებისა და გამოთქვა იმედი, რომ აშშ კონგრესში მიიღებს კანონპროექტს, რათა მეტი დაფინანსება მიეწოდოთ. ზელენსკი ამბობს, რომ „მილიონები დაიღუპებიან“ თუ აშშ დახმარებას არ მიაწვდით.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა კი განაცხადა, რომ მის ქვეყანაში დაპირებული სამხედრო დახმარების ნახევარი გვიან მიდის, რაც უკრაინას ბრძოლის ველზე ძვირად უჯდება . 

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კი განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარების მიწოდება სასიცოცხლოდ აუცილებელია და პირობა დადო, რომ არ "მიტოვებს" ევროპელ მოკავშირეს. 

ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ საუბრისას შუმერმა თქვა, რომ ეს წელი "გადამწყვეტი მომენტია მსოფლიო ისტორიაში".

”ეს არის გარდამტეხი წერტილი, რომელიც ეხება შეერთებული შტატების უნარს, აჩვენოს საკუთარი თავი - ჩვენი ძლიერი მხარეები, ჩვენი ძალები, ჩვენი შესაძლებლობები - მსოფლიოში,” - თქვა მან.  ”როდესაც იქ ჩავედით,  ვუთხარით უკრაინელ ხალხს, რომ ამერიკა არ მიგატოვებს“,-დასძინა სენატორმა 

სენატის ლიდერმა ისაუბრა რამდენიმე საკვანძო საკითხზე, სადაც უკრაინას მეტი მარაგი სჭირდება. მან დეტალურად დააკონკრეტა, რომ მათ სჭირდებათ მეტი საარტილერიო ჭურვები, მეტი იარაღი რუსული მიწოდების ქსელების დასაშლელად და მეტი საზენიტო იარაღი.

შუმერმა წარმოადგინა რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ იბრძვის უკრაინა თავისი ომისთვის, მათ შორის ის, რომ იგი შეხვდა უკრაინულ თვითმფრინავის ოპერატორს, რომელმაც შეძლო რუსული არტილერიის იდენტიფიცირება, მაგრამ აღარ გააჩნდა საბრძოლო მასალა მისი განადგურებისთვის.

შუმერმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ძალებს შეუძლიათ თავიანთი არტილერიის გასროლა ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე უკრაინულმა არტილერიას შეეძლო საპასუხო სროლა.

„რუსებს შეუძლიათ უფრო უკან დადგნენ, დაარტყონ უკრაინელებს და უკრაინელებს არ შეუძლიათ მათ უკან დარტყმითვე უპასუხონ“, - თქვა მან.

საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის ყოფილი უფროსი გენერალი ვახტანგ  კაპანაძე ამბობს, რომ ახლა უკრაინამ რუსეთს რომელიმე მიმართულებაზე დილემა უნდა შეუქმნას და ფრონტის ხაზზე გარკვეული გარღვევა მოახდინოს. კაპანაძე „რეზონანსთან“  ამბობს, რომ ეს უნდა იყოს რუსეთის სიღრმეში მოქმედება, დივერსიების სახით, რაც რუსეთს სრულიად სხვა მიმართულებით გადაატანინებს ყურადღებას. 

„დაპირისპირების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა უნდა მოხდეს, რომ ამ ფრონტის ხაზზე რაღაცა ახალი გარღვევა ვიხილოთ. უკრაინამ თავისი წარმოების რაკეტებით უნდა მოახერხოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები, რითაც რუსეთი იძულებული გახდება უკრაინელებს კონცენტრაცია შეუმცირონ. 

„ეს კი ნიშნავს იმას რომ დასავლეთი უკრაინის გვერდით უნდა დადგეს. თავის თავზე უნდა აიღოს რუსეთთან გამოფიტვაზე დაპირისპირება. ავდიივკას დაკარგვა სწორედ დასაველთიდან თავის დროზე არ მოწოდებული დახმარების შედეგია. სამწუხაროდ ბახმუტისგან განსხავვებით, სტარტეგიულად ავდიივკა  მნიშვნელოვანი ობიექტია. უკრაინული თავდაცვის ზღუდე დონეცკიდან ახლოა, ამასთანავე, შემაღლებული ტერიტორიაა, სადაც ბრძოლები 2014 წლიდან მიდიოდა და მისი გამაგრება ხდებოდა. როგორც ვიცი, რუსებს ეს იაფად არ დაუჯდა, მათ  ტექნიკის და ადამიანური რესურსის დიდი ფასი გადაიხადეს“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, სამწუხაროდ უკრაინის ჯარში როტაცია არ ხდება და არც უკრაინელები არიან კარგ მდგომარეობაში. კაპანაძე ამბობს, რომ უკრაინას, მიუხედევად ემიგრაციისა და სხვა რიგი პრობლემებისა,  მაინც აქვს იმის საშუალება, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. გენერალი ამბობს, რომ აქ არის მთავარი ამ პრობლემის ტექნიკური უპირატესობით გადაფარვა, რაც ისევ დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×