ნაზი ბერიძე
12.05.2023

აშშ-მექსიკის საზღვარზსე დიდი აჟიოტაჟია - საქმე ისაა, რომ ამ დღეებში სრულდება ე.წ. 42-ე პუნქტის მოქმედების ვადა, რომელიც უკანონო მიგრანტების დაუყოვნებელ დეპორტაციას ითვალისწინებს. ამის გამო საზღვართან ათეულობით ათასი ადამიანია შეკრებილი, ბევრმა მათგანმა ვერ მოითმინა და საზღვარი უკვე გადაკვეთა.

42-ე პუნქტი კოვიდ-პანდემიის გამო ამოქმედდა და ის მიგრანტს დეპორტაციის შემდეგ ამერიკაში შესვლას 5 წლით უკრძალავს. მართალია, ამ კანონს უკანონო ემიგრაცია არ აღუკვეთავს, თუმცა მისი მნიშვნელოვნაწილად შემცირება მოახერხა. ახლა კი, ბარიერის მოხსის შემდეგ, სამხრეთ შტატებს, განსაკუთრებით ტეხასს, მიგრანტთა მრავალათასიანი ნაკადი მიაწყდება, რის გამოც ზიგიერთ ადგილას ეროვნული გვარდიის საჯარისო ნაწილების მობილიზება გახდა საჭირო.

ამ პუნქტის გაუქმება იმას ნიშნავს, რომ მესაზღვრეები ვეღარ მოახდენენ მიგრანტების დაუყოვნებლივ გაძევებას, და მოუწევთ უფრო რთულ პროცედურებს მიმართონ, რაც მიგრანტების შანსებს დარჩნენ ქვეყანაში მნიშვნელოვნად ზრდის.

ტეხასის სასაზღვრო ქალაქებში, როგორიცაა ბრაუნსვილი, ლარედო და ელ-პასო, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, რაც მათ საშუალებას აძლევს მოიძიონ მეტი რესურსი ფედერალური მთავრობისგან მიგრანტების ტრანსპორტირებისა და განთავსებისათვის.

როგორც სასაზღვრო საპატრულო პოლიციის უფროსი, რაულ ორტიზი ამბობს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსგავსი რამ არ უნახავს. მხოლოდ ბრაუნსვილში, ბოლო დღეებში უკვე 2 000-მდე ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი.

„ნიუ იორკ თაიმსის" მიერ მოპოვებული შიდა მონაცემების თანახმად, ბოლო პერიოდში სამხრეთის საზღვარს არალეგალურად დღეში 11 000-ზე მეტი მიგრანტი კვეთდა სამხრეთ საზღვარს არალეგალურად.

ელ პასომ დამატებითი ზომები მიიღო, ქალაქის ცენტრში, დროებით დახურა ქუჩა მიგრანტთა თავშესაფრის მახლობლად. ქალაქსი ნამდვილი კრიზისია, თავშესაფრები გადავსებულია და ხალხი ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ათენებს. ქალაქმა ორი თავისუფალი სკოლა თავშესაფრად და მიმღებ ცენტრად აქცია.

„ეს აქამდე არასდროს გვინახავს", - თქვა ელ-პასოს მერმა ოსკარ ლეზერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×