ნაზი ბერიძე
17.02.2023

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია იმედოვნებს, რომ უკრაინა ყირიმის გათავისუფლებას შეძლებს, ისევე, როგორც ხარკოვისა და ხერსონის ოქლების ნაწილი გაწმინდა ოკუპანტებისგან და სავსებით სამართლიანად მიიჩნევს მერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდის განცხადებას, რომ კიევს ყირიმზე დარტყმის ლეგიტიმური უფლება აქვს.

„წინასწარ ვერ შევაფასებ, სად გადაწყვეტენ უკრაინელები ბრძოლას ან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ყირიმთან დაკავშირებით მოკლევადიან, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპეტქივაში, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყირიმი უკრაინაა", - განაცხადა ნულანდმა.

მან გაიხსენა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, როგორც კი დაიპყრო ყირიმი, მაშინვე შეუდგა ადამიანის უფლებების მასობრივ დარვევებს, ყირიმელი თათრებისა და სხვების დევნას, ვინც არ თანხმდებოდა ოკუპაციას. ამის გარდა, რუსეთმა ნახევარკუნძული გადააქცია უმსხვილეს სამხედრო ბაზად, რომელიც გამოიყენებოდა მასშტაბური შეტევისთვის უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე.

ამიტომ, მისი თქმით, ყირიმში რუსული სამხედრო ბაზები შეიძლება მივიჩნიოთ უკრაინის შეიარღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ.

ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ვაშინგტონში განიხილავენ უკრაინისთვის არა მხოლოს იარაღის მიწოდებას, რომელიც ახლა აუცილებელია ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის, არამედ ომის დასრულების შემდეგ რუსეთის გრძელვადიანი შეკავების საკითხსაც.

ნულანდმა აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მდგარდი საჰაერო თავდაცვა და საზღვრის ძლიერი დაცვა, საუკეთესო რადარები და წინასწარი გაფრთხილების სისტემები, რათა დარწუნებულები იყვნენ, რომ რუსეთი მათ ტერიტორიაზე არ შეიჭრება.

ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს„აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური კომენტარია, საერთაშორისო სამართლისა და მსოფლიო პოლიტიკური, გეოპოლიტიკის კონტექსტიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ზუსტი განმარტებაა."

„ჯერ ეს ერთი ყირიმის ოკუპაციას და ანექსიას არავინ არ ცნობს, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეებიც კი, რომლებიც არიან ირანის ისლამური რესპუბლიკა და ასევე თუნდაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ისინიც კი არ ცნობენ ამას, რომ ყირიმი არის რუსეთის შემადგენელი ნაწილი. ეს არც კი წარმოადგენს სერიოზული განხილვის თემას. პირიქით, მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები და გაეროს წევრი 220 სახელმწიფო ერთხმად აღიარებს, რომ ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია."

„როგორც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ხარკოვის და ხერსონის რეგიონის ნაწილის გათავისუფლება რუსი ოკუპანტებისაგან, ასევე ყირიმის საკითხიც ანალოგიურ კონტექსტში განიხილება. არაფერი ახალი ქალბატონ ნულანდს არ უთქვამს. მან უბრალოდ დააფიქსირა საერთაშორისო საზოგადოების პოზიციები, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აქვს სუვერენული უფლება საკუთარი ტერიტორია დაიბრუნოს, დაიბრუნოს კანონიერი გზით და გასცეს ადეკვატური პასუხი იმ ძალას, რომელიც შეიჭრა და დღეს ახორციელებს არაკანონიერ არასამართლიან ომს უკრაინის წინააღმდეგ," - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×