თამთა ჩაჩანიძე
03.12.2021

ფილმ „რასთის" გადასაღებ მოედანზე ოპერატორის დაღუპვის შემდეგ, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბლოდიუნმა პირველად ტელეკომპანია ეი-ბი-სი ნიუსთან ინტერვიუში ტრაგედიის დეტალებზე ისაუბრა. იფიცება, რომ ჩახმახისთვის თითი არ გამოუკრავს და გასროლა სპონტანურად მოხდა, თავს დამნაშავედ არ თვლის.

ბოლდუნინის თქმით, გარდაცვლილმა ოპერატორმა უჩვენა თუ როგორ უნდა გამოეყენებინა იმ ეპიზოდისთვის იარაღი, რისთვისაც ბევრი ივარჯიშა, თუმცა არასდროს საჭირო არ გამხდარა ჩახმახის გამოკვრა.

აცხადებს, რომ არასდროს არავისკენ მიმართავდა იარაღს და წარმოდგენა არ აქვს, გადასაღებ მოედანზე ნამდვილი ტყვიები საიდან მოხვდა.

„წარმოდგენა არ მაქვს, გადასაღებ მოედანზე რა მოხდა, არ ვიცი ნამდვილი ტყვია პისტოლეტში როგორ მოხვდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს," - განაცხადა ბოლდუინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ შეამოწმა იარაღი 40 წლის განმავლობაში პირველად, ბოლდუინმა უპასუხა, რომ მოედანზე სამუშაოები სხვადასხვა ადამიანებზე იყო გადანაწილებული და პასუხისმგებელი პროფესიონალების მიმართ სრული ნდობა ჰქონდა.

„რაც შეეხება იარაღს, იმ დღეს გავაკეთე ზუსტად ის, რასაც ამ ფილმის გადაღებისას ყოველდღე ვაკეთებდი. მსახიობის მოვალეობაა გააკეთოს ის, რასაც მეიარაღე ეუბნება. როცა ამ საქმეს მინდობილმა იარაღი მომაწოდა, მე მათ ვენდობოდი", - განაცხადა მსახიობმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ პრობლემა მას არასდროს ჰქონია.

მსახიობმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტის გამო მისი დაკავება ნაკლებად სავარაუდოა.

„კვალიფიციურმა ადამიანებმა მითხრეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დანაშაულისთვის ბრალი წამიყენონ და დამაკავონ", - თქვა მან.

ამბობს, რომ ტრაგედიის შემდეგ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, ოპერატორ გალინა ჰატჩინსიზე კი განაცხადა, რომ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.

ოპერატოპრი ჰატჩინსი ფილმ „რასთის" გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან ალეკ ბოლდუინის გასროლას 22 ოქტომბერს ემსხვერპლა, გასროლისას დაიჭრა რეჟისორი ჯოელ სოუზა. იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×