მარიამ გელაშვილი
12.06.2017

 ასტრონომებს აქამდე სწამდათ, რომ ჩვენს გალაქტიკას კოსმოსში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, თუმცა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ირმის ნახტომს გარს კოსმოსური სიცარიელე აკრავს. თუ ეს დამტკიცდა, უნდა შეიცვალოს ჩვენი წარმოდგენა სამყაროს გაფართოების შესახებ.

მამუკა ნაცვალაძე
12.06.2017

 რუსული იმპერიული პოლიტიკის რეალური სახე საქართველომ განსაკუთრებულად მძაფრად მეთვრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან იწვნია. ჩრდილოელი ერთმორწმუნის არაადეკვატური სვლები ბევრად სცილდება კეთილმოსურნე სახელმწიფოს და ელემენტარული ადამიანური ურთიერთობის ჩარჩოებს. იწყება მასობრივი, ამასთანავე, მრავალმხრივი შეტევა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, რაც შეუქცევადი პოლიტიკური პროცესი ხდება.

მარიამ ელიაშვილი
12.06.2017

 "მაიკროსოფტმა" გასულ კვირას სამომავლო გეგმები გაასაჯაროვა. ამჯერად მათი ამოცანა კოლოსალური ინფორმაციის შემნახველი მექანიზმის აღმოჩენა იყო. ჩვეულებრივი დისკი თუ მეხსიერების ბარათი, საშუალოდ, 10 წელი ძლებს, ისეთ ბიოლოგიურ მასალას კი, როგორიც დნმ-ია, განუზომელი ინფორმაციის შენახვა 70 წლის განმავლობაში შუძლია, რის გამოც მათ არჩევანი ამ ბიოლოგიურ მასალაზე შეაჩერეს.

თამარ მუკბანიანი
10.06.2017

 საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნების გამო ხშირი იყო და დღესაც არის შერეული ქორწინების ფაქტები. სწორედ ესაა ეროვნულ საზოგადოებაში ინტეგრაციის აპრობირებული ფორმა. როგორც ადრე, ასევე დღესაც იქმნება შერეული ქართულ-სომხური, სომხურ-აზერბაიჯანული ან ქართულ-აზერბაიჯანული ოჯახები, რასაც ქვეყანაში სრულიად ნორმალურ და ჯანსაღ პროცესად მიიჩნევენ განსხვავებით იმ შემთხვევებისაგან, როცა შეუღლება ხდება სხვა რასის ან შორეულ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან.

მამუკა ნაცვალაძე
10.06.2017

 მეთვრამეტე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი განსაკუთრებულად ტრაგიკული აღმოჩნდა ქართლ-კახეთის სამეფო კარისათვის. 26 წლის ბატონიშვილი ლევანი, კაცი, რომელსაც გაერთიანებული საქართველოს მომავალ მეფედ ამზადებდნენ, მოულოდნელად გარდაიცვალა.

ია აბულაშვილი
10.06.2017

 "ნიუ-იორკში გიორგი მაჩაბელი იწყებს პარფიუმის საქმეს. თითქმის ხელცარიელი. არაფერი გააჩნია, გარდა პირადი არსებობის საშუალებისა. ამ საქმეში მთელი მისი თანხა მარტო მისი საკუთარი პიროვნებაა. გიორგი იჩენს ამერიკელ მომხმარებელთა პსიხოლოგიის დამკვიდრებულ ცოდნას. იგი ბაზარზე უშვებს თავის პარფიუმის კლასიკურ სერიას. მათ შორის ერთ-ერთი არის "საქართველოს დედოფალი". მისი ჭურჭელი - საპარფიუმო გვირგვინები - ჰხიბლავს საერთო ყურადღებას. მისი ფირმა მაღალი ხარისხის შარავანდედით იმოსება" - ასე შეაფასა ქართული ემიგრაციის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა სპირიდონ კედიამ ულამაზეს ქალთა გულთამპყრობელის, საქართველოსთვის თავდადებული კაცის, გიორგი მაჩაბლის წამოწყებული საქმე ამერიკაში.

ია აბულაშვილი
09.06.2017

 ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს, სადაც მისი ავტორები მკითხველს ურჩევენ, რომელი წიგნი წაიკითხონ დასვენების დღეებში. 2015 წელს გამოქვეყნებულ ერთ ასეთ სარეკომენდაციო სტატიაში ბრიტანელი ნოველისტი და სცენარისტი უილიამ ბოლიდი მკითხველს სამი წიგნის წაკითხვას ურჩევდა, რომელთაგან ერთ-ერთი მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" იყო.

მარიამ ელიაშვილი
09.06.2017

 ადგილობრივები წყალტუბოში სასაფლაოს გაფართოების მიზნით 100-მდე მრავალწლიანი წიწვოვანი ხის მოჭრას აპროტესტებენ და დახმარებისთვის შესაბამის უწყებას მიმართავენ, თუმცა იმერეთის რეგიონული სატყეო სამმართველო მოსახლეობის პრეტენზიებს უპასუხოდ ტოვებს. როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა "რეზონანსს" განუცხადა, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ამიტომ ხეების მოჭრა კანონდარღვევად არ მიიჩნევა.

ნათია ლომიძე
09.06.2017

 საქართველოში სწრაფ სესხებზე მოთხოვნის გაზრდა მოსახლეობაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. მსესხებელთა დიდი ნაწილი სახარჯო დეფიციტის გადაფარვას ცდილობს, ზოგიერთი კი უმიზნოდ იღებს ვალს. საბანკო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ სწრაფ სესხებზე მოთხოვნა ქვეყანაში გაჩენილმა ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა. მოსახლეობა ვალის დასაფარად რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაციას ერთდროულად აკითხავს.

სოფო ჩხიკვაძე
09.06.2017

 არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ცხოველებთან კონტაქტი დიდი სიამოვნებაა. "რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ თბილისში რამდენიმე ოჯახში უცნაური ცხოველი ან ფრინველი ბინადრობს. ეს მათ პატრონებს დისკომფორტს სულაც არ უქმნის, პირიქით, ძალიან უყვართ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები.

გვანცა ღვედაშვილი
08.06.2017

 გარემოვაჭრეებმა სამუშაო საათები შეიცვალეს და თუკი დღის განმავლობაში ვეღარ გამოდიან ქუჩებში საქონლის გასაყიდად, საღამოს 9 საათის შემდგომ "გზა ხსნილი" აქვთ. შესაბამისად, გარევაჭრობა სააღამოს 9 საათიდან თითქმის შუაღამემდე შეუზღუდავად გრძელდება.

ია აბულაშვილი
08.06.2017

 ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთი პირველი რომ იყო, ვინც საქართველოში ევროპიდან უახლესი ტექნიკით შექმნილი ნივთები ჩამოიტანა, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×