ია აბულაშვილი
27.04.2020

"ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის კრიტიკა, იმ ფონზე, როცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ მძიმე ვითარებაში საზოგადოებას მდგომარეობა შეუმსუბუქდეს. ამ კრიტიკით ოპოზიცია საკუთარ თავს აზარალებს, რადგან არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა" - ასე ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას.

"ამ კორონოვირუმა დაგვანახა ხელისუფლებისა და საზოგადოების დაახლოება. მთავრობის მხრიდან ის, თუ რა სჭირდება საზოგადოებს. საზოგადოების მხრიდან კი ის, რომ ჩვენ კულტურული ხალხი ვართ, რაც გამოიხატა იმაში, რომ გაგებით მოეკიდა შექმნილ ვთიარებას.

"მე სახლში ვარ, მაგრამ ცოტა ხნით გავდივარ სასეირნოდ და ვხედავ როგორ დადიან ადამიანები პირბადეებით, როგორც იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ექიმები გასცემენ.

"ეპიდემია რომ დაიწყო, თავიდან მომეჩვენა, რომ ოპოზიციამ გაიგო ის, რაც უნდა გაეგო და გასცლოდა დაპირისპირებას, მაგრამ დღეს რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, პოლიტიკურ ამბიციებს ვერ იოკებენ.

"ჩემი აზრით, ამ კრიტიკით ისინი საკუთარ თავს აზიანებენ, რადგან ყველაფერის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება. მარტო ციფრები რომ ავიღოთ, მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს მიღწევებს ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში.

"საზოგადოებამაც ძალიან კარგად დაინახა სწორად არჩეული გზა. ამიტომ, ოპოზიცია თავის შეფასებებში სწორ ანალიზს უნდა აკეთებდეს, რომელიც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გამომდინარე.

"შეიძლება ჩემი ოპტიმიზმი გადაჭარბებულია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება შეძლებს დაძლიოს ეს კრიზისი, ამისთვის კი საჭიროა დისციპლინა და კანონისადმი მორჩილება.

"ოპოზიცია კი უნდა მიხვდეს, რომ დღეს საჭიროა სწორი ანალიზი და არა დაპირისპირება და პოლიტიკური ადგილების ძებნა"- განაცხადა "რეზონანსთან" მერაბ კოკოჩაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×