თამარ შუკვანი
16.04.2020

კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ არსებული ზომები კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა. დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქი, რამდენიმე რეგიონი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. საქართველო კოვიდ-19-ით დაინფიცირების პიკის ფაზაში შედის, რაც მედიკოსთა ნაწილის თქმით, დაახლოებით 2-3 კვირა გასტანს.

თუმცა, გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანამ ერთგვარი პიკი უკვე გაიარა, 20 აპრილიდან ცხოვრება ჩვეულ რიტმში დაბრუნებას დაიწყებს და გატარებული ზომები თანდათან მოიხსნება.

როგორც ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, აღდგომის შემდეგ, ანუ მეორე კვირიდან, საქართველოში სიტუაცია დასტაბილურებას დაიწყებს. ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები კი პანიკის საფუძველზე იქნა გატარებული და ქვეყანას პიკი უკვე გადავლილი აქვს.

„ევროპა იწყებს უკვე მუშაობას. არ ვიცი ჩვენება (მთავრობამ) რატომ გაჭიმეს, ალბათ პანიკური შიშის ელემენტია. 15 აპრილის შემდეგ ევროპამ დაიწყო მუშაობა - იხსნება იტალია, ესპანეთი. 20 აპრილის შემდეგ მზე გადავა კუროს ზოდიაქოში და ეს პანიკა მოიხსნება.

„გადავხედოთ განვლილ სიტუაციას, ამხელა მსხვერპლი პანიკის შედეგი იყო. ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდებოდათ, დარჩნენ დახმარების გარეშე. ეს არის მთავარი პრობლემა.

"შვედეთი, ისლანდია და ავსტრია ამას ადრე მიხვდნენ. რომ გადავხედოთ ამ ქვეყნებს, არ არის ისეთი კატასტროფული მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი პირობები მოსახლეობისთვის არ წაუყენებიათ. ამის ანალიზი, ფაქტობრივად, დაიწყო, სწორი დასკვნების გამოტანის ეტაპზე ვართ. ამაზე საუბარი კიდევ იქნება მომავალში.

„ეპიდემიის მასობრივი გავრცელების ეტაპი საქართველომ გაიარა, - ამის თქმა ზუსტად შემიძლია. შიდა მასობრივი გავრცელება, როგორც ასეთი, მოსალოდნელი არ არის. ახლა შეიძლება კარანტინში მყოფ ადამიანებში გამომჟღავდნეს დაინფიცირება, მაგრამ ესენი ადრე შეყვანილი ადამიანების რიცხვია, ანუ, შიდა მასობრივი გავრცელების ალბათობა საქართველოში 15 აპრილიდან აღარ არის, თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც 15 აპრილამდე იყო.

„აღდგომის დღესასწაულები ჩაივლის და ხელისუფლება ამ სიმკაცრეს თანდათან შეანელებს. მთლიანად მოიხსნება, მაგრამ ახლა, განსაკუთრებით 20 აპრილის შემდეგ პერიოდში, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლოების მოთმინების ფიალა იქნება ავსებული. თუ ხელისუფლებას ამ კრიზისიდან გამოსავლის გეგმა არ აქვს, ეს ხელისუფლებას შეუქმნის პრობლემებს" - თქვა ბუტიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (16.04.2020)
ეს ყლექუდა ვიღაა. რა გაგვიტრაკეს საქმე ამ შამანება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×