ელზა პაპოშვილი
27.12.2023

უმძიმესი დანაშაული თბილისში - 42 წლის სამხედრო ლაშა გუჯეჯიანი, სავარაუდოდ, მისსავე მეგობარმა 40 წლის ასევე სამხედრო პირმა მოკლა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევა გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდო მკვლელმა, გუჯეჯიანი სახლიდან გვიან ღამით გამოიყვანა და შეხვედრა სთხოვა. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მეგობარმა სამხედროს ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ ესროლა. ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რა იყო დაპირიპირების მიზეზი, ზუსტად არავინ იცის, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობა სახელდება.  

„როგორც ცნობილია, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე თავდამსხმელმა ლაშას  შეხვედრა და საუბარი სთხოვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მან ლაშას მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ გაისროლა და ის ადგილზე დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა შესაძლოა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. ის ცხელ კვალზევე დააკავეს და იარაღიც თან ჰქონდა. მეგობრები იყვნენ და ასე რამ გაამწარა, ზუსტად არავინ იცის. მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა გახდა“,-უყვება წყარო „რეზონანსს“   შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ბრალდებული პირი, ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×