ელზა პაპოშვილი
26.12.2023

დედოფლის წყაროს რაიონის სოოფელ არბოშიკში მომხდარ კვლელობაშ ბრალდებულს, რომელიც ხანგრძლივი ძებნის შემდეგ საფრანგეთში დააკავეს, 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება გახმაურებულ მკვლელობას, როდესაც მარტო მცხოვრებ 65 წლის ქალს 4 ნიღბიანი და შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ქალი გაკოჭეს, სასტიკად აწამეს და შემდეგ კი დაახვრჩეს.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილ თამარ სეფიაშვილს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობოდა. მას ხელები ჰქონდა დამტვრეული. სახლში კი ფანჯრის მინები იყო ჩამსხვრეული და ნივთები არეული. თავდამსხმელები ქალისგან, რომელსაც შვილი საზღვარგარეთ ჰყავდა, ფულს და ოქროულობას ითხოვდნენ.    

გამოძიების ინფორმაციით, ქალმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია. ამიტომ ის შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც 7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3100 ლარს და 1600 ლარად ღირებულ „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

პოლიციამ თავდასხმაში მონაწილე ორი პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი სარფის საბაჟოს გავლით თურქეში გაქცევას ცდილობდნენ. კიდევ ერთი თავდამსხმელი რუსთაავში აიყვანეს.

მეოთხე კი დავით პაპუაშვილი იყო, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა და საფრანგეთში დააკავეს. მოგვიანებით მისი საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

გამოძიების მასალების თანახმად, თავდასხმის ორგანიზატორი მოკლული ქალის თანაკლასელი ტარიელ ლამაზოშვილი იყო. მას თელავის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 20 წლით პატიმრობა მიესაჯა კიდევ ერთ ბრალდებულ დავით ჯავახიშვილს. თორნიკე მანჯავიძეს კი 17 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

ოთხივე პირი, წარსულში ნასამართლევია.

ადგილობრივები ამ შემზარავი დანაშაულის დეტალებს იხსენებენ. როდესაც ქალი მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩნდა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა, მასთან ძმის შვილი მივიდა. სახლში შესულ ქალის ნათესავს და მეზობელს კი საზარელი სურათი დახვდათ - დასახიჩრებული ქალი სკამზე იყო მიბმული.

„პირველი მე ვიყავი და თამარის ძმისშვილი. სახლში რომ შევედით, რაღაც საეჭვოდ მოგვეჩვენა - ნივთები მიყრილ-მოყრილი  იყო და ფანჯრები ჩამტვრეული. მისმა ძმისშვილმა  მითხრა - „კარების ფანჯრები სულ ჩამოლეწილია, შეხედე, აქ ძალიან ცუდი სიტუაციაა და ფეხიც არ გადადგა იქო... რაღაც ხდება და პოლიციას გამოვიძახებო“. 

„მერე შევიხედეთ მის ოთახში და საზარელი სურათი დავინახეთ. თამარის დასახიჩრებული სხეული იყო სკამზე დაბმული. ხელები ჰქონდა დამტვრეული და გაგუდული იყო. ამის დანახვაზე ავკივლდი და ჩემს ხმაურზე მეზობლებიც მოვიდნენ. თამარის ძმაც მოვიდა და პატრულში დავრეკეთ. 

„მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა. მერე გავიგეთ, რომ საქმეში მისი თანაკლასელი და ოჯახის ახლობელი იყო გარეული, რომელმაც ეს დანაშაული დაგეგმა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×