ელზა პაპოშვილი
20.10.2023

სისხლიანი ანგარიშსწორება სამტერდიაში - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი კობა მეფარიშვილი, მეტსახელად „ყრუ“ სამძიმრიდან გამოსული ჩაცხრილეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, 36 წლის ახალგაზრდა კაცს 10-მდე  ტყვია ესროლეს. ხოლო სისხლიან გარჩევას წინ ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა. მკვლელი ამ დრომდე მიმალვაშია, მის დასაკავებლად პოლიცია სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით კი  მკვლელობის მოტივად კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებული დავა სახელდება.

ადგილობრივების თქმით, მათ ორმხრივი გასროლის ხმა გაიგეს, რაც ეჭვს აჩენს, რომ დანაშაულს ერთზე მეტი თავდამსხმელი ჰყავს. ერთ-ერთი ადგილობრივი კი ჰყვება, რომ გასროლის ხმა გაიგო, შემდეგ კი გარდაცვლილის თანმხლების ხმა, რომელიც სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა.  

„ჯერ ჩხუბის და ყვირიდლის ხმა გავიგეთ. ერთმანეთს აგინებდნენ. ალბათ რამოდენიმე კაცი იქნებოდა. ეჭვია, რომ კობას, რომელიც სამძიმრიდან გამოვიდა, ჩასაფრება მოუწყეს. ის კიდევ ერთ პირთან ერთად იყო. თუმცა იქითა მხრიდან რამდენი იყვნენ, არ ვიცით. ფაქტია, რომ  ერთზე მეტი პირი იყო. შემდეგ რამოდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ. ერთი ბიჭი იყო და ამბობდა: „რა ქენი, ბიჭო, რა გააკეთე ეს ბიჭოო“. ისინი გაიქცნენ, ეს დარბოდა და  ხალხს ეძახდა „ჩქარა, სასწრაფო, ჩქარა, სასწრაფო, მოკვდა ბავშვიო“. ვიღაც თანმხლები იყო, სახე არავისი არ მინახავს. კიოდა, ტიროდა, ყველაფერს აკეთებდა, ის ბიჭი რომ გადაერჩინაა, მაგრამ ბევრი ჰქონდა ნასროლი და ადგილზევე დაიღუპა. უმზიმესი სურათი იყო ნამდვილად,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სამტრედიელები მოკლულ მამაკაცს  ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის „ყრუს“ მეტსახელით იცნობდნენ. მკვლელობა მატარებლის ლიანდაგებზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. იყო თუ არა ერთზე მეტი ან რამდენიმე პირი, ამას გამოძიება დაადგენს. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×