ელზა პაპოშვილი
18.10.2023

ქართველი ქალის სასტიკი მკვლელობა თურქეთში - ტრაპიზონში, მიტოვებულ შენობაში 49  წლამდე საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ირკვევა, რომ ქალს 10 დღის განმავლობაში ოჯახი, მეგობრები და თურქეთის პოლიცია ეძებდა. ის ამ ხნის ძებნის შემდეგ მიტოვებულ შენობაში მოკლული იპოვეს. ცხედრის  წინასწარი დათვალიერების შედეგად ცნობილი ხდება, რომ  მას თავში ბლაგვი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული. შემდეგ კი მიტოვებულ შენობაში გადამალეს.    

თურქული მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია, მის კვალზე თურქეთის პოლიცია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით გავიდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა 16-ჯერ ნასამართლევმა პირმა ჩაიდინა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი კი ფულის გამოძალვა სახელდება. რა ნაცნობობა აკავშირებდა ქალთან დაკავებულს ჯერჯერობით უცნობია. ან როგორ დაგეგმა მან ქალის მკვლელობა, ამას თურქეთის პოლიცია ადგენს.    

„როგორც დაკავებული მამაკაცი ამბობს, მკვლელობის მიზეზი ფული გახდა. მისი თქმით ქალმა მას გადასხდელად მეტი ფული მოსთხოვა. სავარაუდოდ, ის მისი დამსაქმებელი იყო. სწორედ ამის გამო მათ იკამათეს და ქალს თავში ქვა ჩაარტყა. მას მძიმე დაზიანებები თავის და სახის არეში აქვს მიყენებული, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა. 

პოლიცია დამატებით დეტალებს იკვლევს, რა საერთო ჰქონდა მკვლელს და მოკლულ ქალს. ის საქართველოს მოქალალქე 49 წლის ქალბატონია, რომელიც 10 დღის  წინ დაიკარგა და ოჯახი ეძებდა. საბოლოოდ კი მის ცხედარს მიტოვებულ შენობაში მივაკვლიეთ. დაკავებული მამაკაცი ადრეც არის ნასამართლევი. მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებს ვადგენთ“,- აცხადებს თურქულ მედიასთან გამომძიებელი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×