ელზა პაპოშვილი
16.10.2023

უმძიმესი დანაშაული გორში, 67 წლის კაცმა 39 წლის შვილი მოკლა. სოფელ სობისში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცმა შვილს თავის არეში ნაჯახით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ის სახლში უკვე გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ ცხელ კვალზე კი მამა დააკავა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით დანაშაულს აღიარებს. რა მოხდა და რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მიზეზი, ადგილობრივებისთვის უცნობია. მათი თქმით, სავარაუდოდ, მამა შვილს შორის არსებობდა დაპირისპირება, რაც ამ სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.   

„რაც ვიცით, ის არის, რომ მამამ მოკლა შვილი და ის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და მამა დააკავეს. არავის არც კონფლიქტის ხმა არც არაფერი გაგვიგია. როგორ მიაყენა ჭრილობები, არ ვიცით. თავში აქვს ნაჯახი ჩარტყმული და იქვეა გარდაცვლილი. ბიჭი იქნება 40 წლამდე და მამა 70 წლამდე. ჰქონდათ რაღაცა უთანხმოება მუდმივად, მაგრამ ის რომ ამხელა უბედურებით დასრულდებოდა, არავინ მოელოდა. ან მკვლელობა თუ მოხდებოდა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა. თავადვე უღიარებია მამას, რომ მე მოვკალიო“,-ამბობს ადგილობრივი. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს - 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”. - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×