ელზა პაპოშვილი
12.10.2023

14 წლის აიტაჯ შახმაროვას მკვლლეობის საქმეზე შესაძლოა დამნაშავეთა წრე გაიზარდოს. პროკურატურა და გამოიძიება კვლავ იკვლევს, ვინ შეიძლება აიტაჯის იძულებით გათხოვების და მისთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. 

ცნობილი ხდება, რომ აიტაჯის დედის და ბიძის შემდეგ, რომლებსაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, განსასჯელის სკამზე მისი მამაც აღმოჩნდეს. 

კაცი მოსკოვიდან რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. უცნობია, იცოდა თუ არა მოკლულის მამამ იძულებითი ქორწინების შესახებ. ინფორმაციის თანახმად, პოლიცია მამაკაცს რამდენიმე საათის განმავლობაში ავტომობილით დაატარებდა. 

როგორც საქმის პროკურორი ამბობს, მიმდინარეობს მოკვლევა, რა სახით შეიძლება მონაწილეობდეს მამა გოგონას იძულებით გათხოვებაში და ჰქონდა თუ არა ამაზე ინფორმაცია. 

პარალელურად რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, მის  დედასა და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ  შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ მიიღო, რომელმაც არ დაიჯერა დედის განცხადება, თითქოს მას შვილის გათოხვება არ სურდა და ძალით მოსტაცეს. წამოსაყვანად მისულს კი ე.წ. სიძე იარაღით დაემუქრა.

ბრალდების მხარე პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

დააკავებენ  თუ არა გოგონას მამას 

რაც შეეხება მამას, როგორც ადგილობრეივები „რეზონანსს“ უყვებიან, ის ცოლთან გაშორებულია და ქალი შვილთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა. შესაბამისად,  ბავშვის იძულებით გათოხვების შესახებ არაფერი იცოდა. 1 წლის განმავლობაში მამას შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ამ უბედურების შესახებ ახლა შეიტყო. 

„კაცი შვილის საფლავზე იყო, პოლიცია მოვიდა და  იქიდან წაიყვანეს. ეს არაფერ შუაშია, პირიქით, გაუბედრებულია და ცოდვით ვიწვებით. ცოლთან გაშორებული იყო. ყოფილი ცოლი შვილთან კომუნიკაციის  უფლებას არ აძლევდა. ამ ხნის განამვლობაში მოსკოვში ცხოვრობდა. ეს საზარელი ამბავი ახლა შეიტყო და შვილის დასაკრძალად ჩამოვიდა. დედა და ბიძა დააკავეს და მიცვალებული უპატრონოდ დარჩა. საფლავზე მოვიდა პოლიცია და ავტომობილში ჩასვეს. თქვეს, უნდა დავკითხოთო. მას დასამალი არაფერი არა აქვს, თავადაც თავზარდაცემულია“,-ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“

გამოძიების განცხადებით, ამ ეტაპზე გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის მამის სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ იკვეთება.

„იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა 14 წლის ბავშვის იძულება, მამა საქართველოში არ იმყოფებოდა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუკი გამოიკვეთება თითოეული ადამიანის მხრიდან რაიმე სახის ბრალეული ქმედება - ბავშვის გარდაცვალების თუ იძულებით ქორწილების საქმეში, ბრალდების მხარე უმკაცრეს პოლიტიკას გაატარებს ასეთი ადამიანების მხრიდან“, - განაცხადა პროკურორმა.

რას ყვებოდა გოგონა  დედა სასამართლოზე 

მოკლული 14 წლისგოგონასდედასასამართლოპროცესზეამტკიცებდა, რომმისიშვილიმასზეასაკითუფროსსმამაკაცთანქორწინებაზეთანხმობასაცხადებდა.ბრალდებულისთქმით, არასრულწლოვანიშილისწამოსაყვანადმივიდა, თუმცაგამტაცებელიმასშვილისმკვლელობითდაემუქრა. 

„ჩემიშვილიიძულებითარავისგაუთხოვებია. ოთხჯერიყვნენმოსულებიხელისსათხოვნელადდათვითონგოგოცთანხმობასაცხადებდა. ვეკითხებოდიჩემსშვილს, უნდოდათუარაგათხოვებადაყოველჯერზეთანხმობასაცხადებდა. ჩემმაძმამარაფერიიცოდა, რომმოიტაცა,მევიყავიმისულიმათთანსახლშიდაუკანწამოყვანამინდოდა. ტაქსისმძღოლმამიმიყვანამათთან. იარაღითგადამიდგადამემუქრებოდა, თუარწავიდოდი, მესროდა, მისიდაცუყურებდაამყველაფერს. რომდავემუქრე 112-შიდავრეკავმეთქი, აქეთდამემუქრა, მიჩივლებდაშენსშვილსდილასთავმოჭრილსნახავო. ვიცოდი, რომესბიჭი 22 წლისიყო, თურმეამხელაყოფილა,“ - აღნიშნაბრალდებულმა. 

რას ყვებოდა გოგონას ე.წ. ქმარი, რომელმაც ის დაუნდობლად 5 ტყვიით მოკლა

14 წლისაითაჯშახმაროვასმკვლელობაშიბრალდებულმა, 27 წლისალიმასლანოვმადუმილისასმართლოშიდაარღვია. ამტკიცებს, რომცოლიგანზრახარმოუკლავს. მეტიც, სასტიკიდანაშაულისბრალდებითდაკავებულიკაციირწმუნება, რომმკვლელობისიარაღიპნევმატურიეგონადააითაჯისშეშინებასცდილობდა:  

„განზრახმკვლელობასარვაღიარებ. ვნანობ, მაგრამგანზრახარყოფილა… იარაღთანშეხებაარმქონია. მეგონა, მხოლოდჭრილობასმივაყენებდიდაროცასისხლიდავინახე, შემეშინდადაგაიქეცი. იარაღისტარებაცკიარვიცი. არასდროსმქონიაის… ტრავმამაქვსთავზემიღებული, ადრეცხენიდანგადმოვვარდიდაგონზეარვიყავი, როდესაცესჩავიდინე… დაკავებისდროსგავიგემამაჩემისგან, რომმოვკალი. მეარმყავდაარასრულწლოვანიცოლად. დედამისიმეუბნებოდა, რომის 18 წლისიყო,“-  თქვაალიმასლანოვმასასამართლოში.

პროკურატურის ვერსია დედის და ბიძის მონაწილეობაზე გოგონას 

გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვანის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

როგორც პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდი ჰქონდა, რომ მათ ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო.

„დასრულდა 14 წლის ბავშვის საქმეზე დედისა და ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სხდომა. ბრალდების მხარეს ჰქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო. ამ ფაქტის შესახებ მათ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოებები, რომ შესაძლოა მათ მოწმეებზე, განსაკუთრებით ბრალდებულის დედაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფლობს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოახდინოს ზეგავლენა და მათ ახალი დანაშაული ჩაედინათ, სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ორივე ბრალდებულს, როგორც მოკლული ბავშვის დედას და დედის ძმას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- განაცხადა პროკურორმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×