ელზა პაპოშვილი
30.06.2023

შემზარავი ფაქტი სამეგრელოში - 13 წლის სპეციალური საჭიროებების მქონე გოგონა 3 თვის ორსულია. როგორც  გოგონა ამბობს, მასზე 42 წლის მეზობელმა მამაკაცა იძალადა. თუმცა დაკაკვებული მამაკაცი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და დნმ-ს ანალიზის პასუხს ელოდება. როგორც გოგონას დედა ამბობს, ბავშვს მუცელი სტკიოდა, რის შემდეგაც იფიქრა, რომ ჭიები ჰყავდა. წამლებს ასმევდა, მაგრამ, რომ არ უშველა ექიმთან მიიყვანა. ექიმმა კი უთხრათ, რომ ორსულად იყო. ამის შემდგე ბავშვი პოლიციამ ამოსაცნობად მიიყვანა და მან ხელი მეზობლის 42 წლის მამაკაცს დაადო. 

სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ მოსწავლე გაკვეთილებს ხშირად აცდენდა. რაც შეეხება ორსულობას, პედაგოგებს მომხდარი მერვე კლასელის დედამ შეატყობინა. 

 „ბავშვი არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე, იყო ხშირი გამცდენი. კვირაში ერთი ან ორი დღე დადიოდა სკოლაში. ამ ბავშვისთვის არაფერი არ შეგვიმჩნევია,"-ამბობს  სკოლის დირექტორი.

16 წელს მიუღწეველ გოგონასთან სექსუალური ხასიათის ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმეს.   

როგორც ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ, დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, კაცმა დნმ ანალიზები ჩაიტარა და დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. 

„ამ ფაქტს (სექსუალური ხასიათის ქმედებას) უარყოფს. თვითონაც მზად არის გამოძიებას ყველა მონაცემი, ნიმუში მისცეს. ამბობს, რომ დაინტერესებულია, სიმართლე დადგინდეს. ეს არის ცილისწამება და აღშფოთებულია ამის გამო. ეს ადამიანი ბავშვის განცხადების საფუძველზეა დაკავებული. ისინი მეზობლები არიან, კორპუსებს საერთო ეზო აქვს. რა თქმა უნდა, ყველა ერთმანეთს იცნობს, თუმცა გოგონასთან სახლში ყოფნა, ან პირიქით არ ყოფილა. აღშფოთებულია იმით რაც მის წინააღმდეგ ხდება" - აცხადებს ადვოკატი. 

42 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დააკავეს, წარსულში ნასამართლევია და მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. 

დაზარალებულის დედა კი ამტკიცებს, რომ კაცმა დაკავებისას ჩადენილი დანაშაული აღიარა: „მუცლის ტკივილები მაქვსო მითხრა, ვიფიქრე, ჭია ჰყავსთქო და შესაბამის წამლებს ვასმევდი. ექიმთან რომ მივიყვანე, ექიმმა მითხრა, ორსულად არისო. ემოციური ბავშვია და მე არაფერს მეუბნება. რა აქვს გაკეთებული (სტილი დაცულია) მაგის აზრზეც არ არის. ამოცნობაზე რომ მიიყვანეს, ერთი და იგივე კაცი დაასახელა. ამ კაცს დღეს დილით უღიარებია (დანაშაული). ამ პიროვნებას არ ვიცნობდი, სულ ორჯერ ვუთხარი გამარჯობა. ალბათ შეშინებული ჰყავს ბავშვი"- აცხადებს მოზარდის დედა. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×