ელზა პაპოშვილი
22.06.2023

თბილისში, არასრუწლოვნების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ტაილანდის მოქალაქე გახდა, რომელსაც მოზარდები თავს აბესაძის ქუჩაზე მდებარე სალონში  დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს. 60 წლამდე მამაკაცი საქართველოში გამაჯანსაღებელი ცენტრის მფლობელია. მას არასრუწლოვნები სწორედ მისივე მასაჟის სალონში გაუსწორდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი არასრუწლოვნებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა გახდა. 

როგორც სალონის თამნამშრომლები ყვებიან, კაცმა მოზარდებს მომსახურებაზე უარი ასაკის გამო უთხრა. მათ კი ამის გამო ის წააქციეს და თავში იქამდე ურტყეს, სანამ გონება არ დაკარგა და გაიქცნენ. პოლიციამ ერთ-ერთი მათგანის დაკავება უკვე მოახერხა. ინციდენტში, სავარაუდოდ, სულ სამი არასრუწლოვანი მონაწილეობდა.   

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ტაილანდის მოქალაქე კი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. მას სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, ასევე მძიმე დაზიანებები აქვს თავის არეში. მედიკოსების თქმით, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„სალონში ახალგაზრდა ბიჭები შემოვიდდნენ და მასაჟის გაკეთება მოითხოვეს. ვთხოვეთ პირადობა ეჩვენებინათ. ვნახეთ, რომ არასრუწლოვნები იყვნენ. ჩვენი უფროსი გამოვიდა და მშვიდად ცდილობდა აეხსნა, რომ ასაკის გამო ისინი ამ მომსახურებას ვერ მიიღებდნენ. ამაზე აგრესიულები გახდნენ და დაარტყეს.

„ჩემი უფროსი უკან გადავარდა და იატაკს თავი დაარტყა. გონება დაკარგა. ამის შემდეგაც სცემდნენ, სანამ ჩვენ არ ვუთხარით, რომ პოლიციას ვიძახებდით. გარეთ გამოვვარდით და შველას ვითხოვდით. სამნი იყვნენ. გარეთ თუ კიდევ ვინმე იყო, არ ვიცით“, - ამბობს სალონში დასაქმებული ტაილანდის მოქალაქე. 

სასტიკი ანაგრიშსწორების თვითმხილველები აბესაძის ქუჩის მცხოვრებლებიც გახდნენ. მათ ქალების კივილის ხმა გაიგეს, რომლებიც შველას ითხოვნდნენ და დასახმარებლად გაიქცნენ. სანამ ადგილზე სასწრაფო დახმარება მივიდოდა, ადგილობრივებმა ტაილანდის მოქალაქის პირველადი დახმარება გაუწიეს.   

„ქალების სასოწრაკვეთილი კივილის ხმა გავიგეთ. მაღაზიაში ვიყავი და გამოვიქეცი. აქეთ კიდევ რამდენიმე კაცი მორბოდა და ამბობდა - რაღაც მოხდაო. რომ მივედით, სალონში სისხლში ამოსვრილი კაცი იწვა. ქალებმა თქვეს, რომ მას თავს ბავშვები დაესხნენ  და უმოწყალოდ სცემეს. 

„პირველადი დახმარება გავუწიეთ და  სანამ სასწრაფო მოვიდა, მის გადარჩენას ვცდილობდით. საშინლად იყო ნაცემი. ყურებიდან, თავიდან სისხლი გასდიოდა. ქალებმა თქვეს, რომ სამი პატარა ბიჭი იყო და იმდენად აგრესიულები იყვნენ, რომ მათი მოგერიება ვერ მოახერხეს. ბევრი სისხლი იყო გარშემო, სასტიკად იყო ნაცემი“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

პოლიციამ გამოძიება ს/ს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ სხეულის დაზინებას გულისხმობს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერი და შესაბამსიად, გამორიცხული არ არის დაკავებულთა წრე კიდევ  გაიზარდოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×