რეზონანსი
02.05.2024

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები ამჯერად გვირაბის გადაკეტვას ცდილობენ, რომელიც გმირთა მოედანს მერაბ კოსტავას ქუჩასთან აკავშირებს.

"მჭიდროდ და ერთად ვიაროთ, არ გავიფანტოთ, ნელი სვლით, ერთად გადავკეტოთ გვირაბი. სიმჭიდროვე შევინარჩუნოთ!", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქტივისტები აქციაზე სახელწოდებით "პიკეტირება - ხმაური თავისუფლებისთვის!", რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარეობს, 18:00 საათიდან მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გზების გადაკეტვას შეკრების წუთიდან ცდილობდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ ხელი არაერთხელ შეუშალეს. ამის შემდეგ აქტივისტებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ქუჩები რიგრიგობით გადაკეტეს, საბოლოოდ კი მიწისზედა სავალი ნაწილის გადაკეტვა სრულად მოახერხეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×