ელზა პაპოშვილი
19.06.2023

უბედური შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. 80 წლამდე ქალი, რომელსაც ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ჭაში გარდაცვლილი იპოვეს. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალი საღამოს სახლიდან გავიდა და უკან რომ არ დაბრუნდა, მისი ძებნა დაიწყეს. რამდენიმე საათი ვერსად იპოვეს. მოგვიანებით კი ის ჭაში ნახეს. როგორც ქალის მეზობლები ამბობენ, ის საღამოს შინაურ ფრინველებს ეძებდა, სავარაუდოდ, მან გზად ჭა ვერ შენიშნა. ჭა ამოშენებული არ იყო და დიდი ალბათობით  სიბნელეში ვერ შეამჩნია. ოჯახმა ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა. 

„მოხუცი სახლიდან საღამოს გამოსულა, ფრინველებს ეძებდა, რომელიც სახლიდან გაექცა. უკან რომ აღარ დაბრუდა, ოჯახმა ძებნა დაიწყო. მოზობლებთან ეძებდნენ, ნათესავებთან, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. 

„მერე ყველამ მისი ძებნა დაიწყო და ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც სავარაუდოდ, ქალმა გაიარა. ნახეს რომ ჭა იყო ღია და დაეჭვდნენ აქ ხომ არ ჩავარდაო. რომ ჩაიხედეს მოხუცი იქ იყო. ამოიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ჩანს, თავი დაარტყა და მძიმე ტრავმის გამო იქვე დაიღუპა. ოჯახმა ის რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა“, - ჰყვება მეზობელი „რეზონანსთან“ 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×