ელზა პაპოშვილი
13.06.2023

ლილოს დასახლებაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ის სახელდება, რომ ერთი მეზობელი მეორეს კუთვნილ ტერიტორიაზე აძოვებდა საქონელს. მკვლელობა გასულ კვირას მოხდა 35 წლის მამაკაცმა საკუთარი სახლის აივნიდან მეზობელს, 70 წლის მამაკაცს, სანადირო თოფიდან ესროლა და ადგილზე მოკლა. გარდაცვლილი სახლთან მდებარე ბაღში მკვლელობაში ბრალდებულის დედამ იპოვა, რის შემდეგაც მან და მისმა ქმარმა პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი დანაშაული ცხელ კვალზევე გახსნენს და ახალგაზრდა მამაკაცი სახლშივე დააკავეს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობის მოტივზე ზსუტად არაფერი იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოკლულმა მეზობელმა ბრალდებულის კუთვნილ ადგილში საქონელი სბალახოდ შეყვანა, რამაც შესაძლოა ახალგაზრდა კაცის გაღიზიანება გამოიწვია. ამის შემდეგ კი სახლის ფანჯრიდან ესროლა, კაცი ადგილზევე დაიღუპა. 

დაკავებული 35 წლის მამაკაცის დედა, რომელიც სამართალდამცველებმა გამოკითხეს, ამბობს, რომ  მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დანაშაულის მოტივიც ეს არის. ის არ ამბობს არსებობდა თუ არა მის შვილსა  და მეზობელს შორის რაიმე სახის კონფლიქტი, თუმცა ადასტურებს, რომ ცხედარი მან იპოვა და შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 

„არ ვიცით რა მოხდა, ჩხუბის  ან ყვირილის ხმა არ ყოფილა. როგორც მეზობლები ამბობენ, ეს კაცი გზაზე საქონელს მიერეკებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ბიჭის კუთვნილ ტერიტორიაზე შეიყვანა საბალახოდ, ან შეიძლება ამას მოეჩვენა, რომ მათ ადგილზე იყო. ზუსტად არ ვიცით.

„მიზეზზე არავინ არაფერეს ამბობს. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ დედამ გასროლის ხმაზე გადმოიხედა და მათ სახლთან წაქეცული კაცი დაინახა. გარეთ გამოსულმა კი მათი მეოზობელი იცნო. ამბობს - არ დამინახავს ჩემმა შვილმა ისროლა თუ არაო, მაგრამ დედაა, შვილს ხომ არ დაადებს ხელს...

„არ ვიცით ამ ბიჭს რა პრობლემები აქვს. არასდროს შემიმჩვენია, რომ რაიმე ფისიქიკური პრობლემები ჰქონოდა. კაცი ადგილზევე დაიღუპა. პოლიცია მოვიდა და სახლიდან ხელბორკილით გამოიყვანეს. პოლიციას თავად ამ ბიჭის მშობლებმა დაურეკეს. 70 წლის კაცი იყო და ასე ვითომც არაფერი, ფანჯრიდან მოკლა. შესაძლოა მის ადგილას სხვა ყოფილიყო. არ ვიცით რა ვთქვათ“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

პოლიციის ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ს/ს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×