ელზა პაპოშვილი
27.04.2023

ახალგზარდა ქალის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მის ყოფილ მეუღლეს  შალვა იაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ მიიღო მხდეველობაში მამაკაცის  ჩვენა, რომელიც ამტკიცებს, რომ ძალადობის  მსხვერპლი ყოფილის ცოლის მხრიდან თავადაა. 

იაშვილი იფიცება, რომ ბეგიაშვილის მხრიდან შურისძიების  მსხევრპლია, რადგან ქალი წარსულში არაერთხელ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ამიტომ მას ყველა კაცი სძულს და მასზე ამ ფორმით შურისძიებას ცდილობს.  

დაკავებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბეგიაშვილს ქმარზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ბოლო კონფლიქტის დროს მან ყოფილ ქმარს ჯაჭვი შემოახვია ყელზე და ახრჩობდა. ადვოკატი ყვება, რომ გამოძიებას ამოღებულია ქვს დანა, რომლის გამოყენებასაც ბეგიშვილი მამაკაცის წინააღმდეგ ცდილობდა. 

ყოფილი სიძის დაცვას სასამართლოზე ექსსიმამრიც ცდილობდა. ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ალკოჰოლური თრობის  ქვეშ იყო, როცა ყოფილ ქმარზე ძალადობა სცადა. ის ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი სიძე მოძალადე არ არის და მისი პრვოცირება სიტყვიერი შეურცხყოფით მისმა შვილმა მოახდინა. 

საგამოძიებო უწყების ცნობით,  22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იაშვილმა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები.

„რენატა ბეგიაშვილისგან ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე, რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”, - განაცხადა შალვა იაშვილმა.   

იაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, როგორც გვაზავა აღნიშნავს, რენატა ბეგიაშვილმა კონფლიქტის დღეს, შალვა იაშვილს კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია და ახრჩობდა. ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე ნეიტრალური პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მომხდარ დეტალებზე საუბრობენ.

„ვინმე ამბობს, რომ შალვა იაშვილმა დაარტყა ბეგიაშვილს? პირიქით, ოთხივე ადამიანი ამბობს, რომ რენატა ბეგიაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შალვა იაშვილს… რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია კისერზე, ახრჩობდა, შალვა იაშვილმა შეძლო და მოიშორა რენატა ბეგიაშვილი“, - განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ.

ადვოკატის თქმითვე, საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებულია დანა დაზიანებულ მდგომარეობაში, რომლის გამოყენებასაც რენატა ბეგიაშვილი შალვა იაშვილის მიმართ აპირებდა; რომ არა იქ მყოფი ოთხი ადამიანი, არავინ იცის, რა შედეგი დადგებოდა. გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა თავად რენატა ბეგიაშვილს. 

პროკურორ ალინა კუკავას განცხადებით, დაზარალებული ქალი, რენატა ბეგიაშვილი, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, გამოიკითხა და თქვა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან არაერთი ძალადობა განხორციელდა, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე.

მისი თქმით, ყველა გარემოებას, რომელიც სასამართლო დარბაზში გაჟღერდა ან სამომავლოდ გაჟღერდება, ბრალდების მხარე მტკიცებულებების საფუძველზე გადაამოწმებს და დადასტურების შემთხვევაში, მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.

„გამოკითხულია დაზარალებული, რომელიც მრავალგვერდიან ჩვენებას იძლევა იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების განმავლობაში ბრალდებული მის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა. შესაბამისად, ბრალდების მხარე სწორედ ამაზე აპელირებდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რომ მაღალი ინტენსივობით ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და დანაშაულებრივი საქმიანობის საფრთხე. ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ სასამართლოს არგუმენტები წარუდგინა, რაც სრულად იქნა გაზიარებული. სწორედ ამიტომაც, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა”, - განაცხადა ალინა კუკავამ.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×