ელზა პაპოშვილი
26.04.2023

კახეთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 26 წლის მამაკაცს, რომელსაც ბებიის ფიზიკურ ძალადობასა და შესაძლო გაუპატიურებაში ედება ბრალი, 2-ჯერ არის ნასამართლევი. ის მკვლელობის მცდელობისთვის და ძარცვისთვის იყო გასამართლებული. 

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის ბიჭის ბებიაზე სისტემატიურად ძალადობის ფაქტები ყველამ იცოდა, თუმცა, მოხუცზე განხორციელებულ ძალადობას არავინ იმჩნევდა, სანამ მან მეზობელს შველა არ სთხოვა და უთხრა, რომ შვილიშვილი მასთან შიშველი საწოლში წვებოდა.   

მოხუცმა მეზობელს დალურჯებები და ცემის კვალიც აჩვენა, რომელიც მას შვილიშვილი ყოველდღიურად აყენებდა. მეზობელმა კი ქალის შვილს დაურეკა და პრობლემის მოგვარება მოსთოხვა, რადგან მოხუცი შვილიშვილს მათთან ემალებოდა და სახლში წასვლის ეშინოდა. 

ქალი ამბობდა, რომ მას შვილიშვილი თუკი ამბავს გაახმაურებდა, მოკვლით ემუქრებოდა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის მამასთან კონფდლიქტის შემდეგ თბილისიდან ბებიასთან სოფელში საცხოვრებლად გადავიდა, რის შემდეგაც მოხუცის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. 

კახეთში, ბებიის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებულს, კიდევ ერთ უმძიმეს მუხლს, თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან.

ჩვენებაში, რომელიც 77 წლის ქალმა გამოძიებას მისცა, ნათქვამია, რომ 26 წლის შვილიშვილი მას ღამით სახლში კეტავდა და კარს დილით უღებდა. 

თუმცა, მოხუცი მედიასთან საუბარში სექსუალური სახის შევიწროებას უარყოფს, მაგრამ  ქალი აღიარებს რომ შვილიშვილი მას თავისუფლებას უზღუდავდა და გარეთ არ უშვებდა. სექსუალური ხასიათის დანაშაულს უარყოფს ბრალდებულის მამაც.

მეზობლები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ბებიაზე შვილიშვილი სისტემატურად ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე სექსუალურად. ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება, რომ ქალმა ეს ამბავი მას გაუმხილა და ხანდახან მასთან ემალებოდა მოძალადე შვილიშვილს. მისივე თქmით, სწორედ მან დაურეკა 77  წლის ქალის შვილს და პრობლემის მოგვარება მოსთხოვა.  

„რაც ეს ბიჭი ბებიასთან სოფელში ჩამოვიდა, ქალს ჯოჯოხეთში აცხოვრებდა. თურმე ღამე კეტავდა და სახლდან არ უშვებდა. ფიზიკურადაც უსწორდეობდა. საწყალმა ქალმა ნაკბენები და დალურჯებები მაჩვენა. მითხრა, რომ თმით ითრია, რადგან გარეთ გამოქცევა უნდოდა. ჩვენთან მოდიოდა და წასვლა აღარ უნდოდა. აქ ემალებოდა ხოლმე. 

„როცა დალევდა უაღრესად აგრესიული ხდებოდა. ყოვლად გარეწარი პიროვნებაა. ადრე მკვლელობის მცდელობისთვის არის ნასამართლევი, ასევე ძარცვის მცდელობისთვის. ავდექი და მის შვილს დავურეკეთ. ვუთხარით მოხუცისთვის მოეხედა, თორემ პოლიციას დავურეკავდი. მოვიდა და თავად დარეკა პოლიციაში. საშინელ დღეშია მოხუცი. ამბობს, რომ შიშველი ლოგინში უწვებოდა. ამხელა ბიჭს ბებიასთან შიშველი რა ჯანდაბა უნდოდა?!“, - ამბობს მეზობელი. 

მეორე მეზობელი შვილიშვილის აგრესიული ქცევის მაგალითებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ბებია "თმით შეითრია" სახლში მაშინ, როდესაც ის გამოპარვას ცდილობდა. ის ასევე ჰყვება, რომ მამაკაცი ბებიას საწოლში შიშველი უწვებოდა და ამის მოწმეებიც არსებობენ.    

„ძალიან კარგად იცოდა ყველამ ყველაფერი, მაგრამ რეაგირებას არ ახდენდნენ. საძაგელი პიროვნებაა და მამამაც კარგად იცოდა, ახლობლებმაც. სახლიდან გამოაგდო მამამისმა და აქ ამ საცოდავ მოხუცთან მოშავდა. ქალს სიცოცხლე გაუმწარა. ასეთი ავადმყოფი რა გაჩნდა, რომ ეს იკადრა. 

„ეჭვი არსებობს, რომ სექსუალური სახის ძალადობას ადგილი ჰქონდა. შიშველი უწვებოდა მოხუცს და ამის შემსწრე მამაც არის და სხვებიც. ამიტომ სანამ სიტუაცია უკიდურესი არ გახდა და მეზობლებმა არ მოახდინეს რეაგირება, ასე შორიდან იყურებოდნენ. ერთხელ გარეთ გამოქცევა უნდოდა ქალს და ეზოდან სახლამდე სულ თმით შეუთრევია. არ დაინახეს? რატომ არავინ გააგებინა პოლიციას“,-ამბობს მეზობელი. 

მომხდარ ფაქტზე, უკვე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც ბებიის მიმართ, მამაკაცის მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის სახე უნდა დაადგინოს, ან ბრალის გაუპატიურებად გადაკვალიფიცირება გამოიწვიოს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

ბებიის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×