ელზა პაპოშვილი
24.04.2023

სისხლიანი ანგარიშსწორება აჭარაში - 38 წლამდე მოლდოვის მოქალაქე საკუთარმა მეგობარმა ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით მოკლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ორივე მათგანი მოლდოვის მოქალაქეები არიან და ხელვაჩაურში ერთ-ერთ მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები. ისინი ხელოსნები არიან და სავარაუდოდ, კონფლიქტიც სწორედ სამუშაოს დროს მოხდა. რა გახდა მკვლელობის  მიზეზი ადგილობრივებმა არ იციან, თუმცა, ამბობენ, რომ ადგილზე მისულებს ახალგაზრდა კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

„ხელოსნები იყვნენ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. აქ მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები. როგორც გავიგეთ, კონფლიქტი სწორედ სამუშაოს დროს მოუვიდათ. თავში რაღაცა ჩაარტყა და ის ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. ხალხი  რომ მივიდა,  საწყალი უკვე მკვდარი იყო. 

„მოლდაველები არიან და აქ იყვნენ დასაქმებულები. რაზე იჩხუბეს, რა მოხდა, არავინ იცის. წავიდა, [პოლიციას] ჩაბარდა, აღიარა ყველაფერი. სარემონტო სამუშაოები მიდიოდა და მუშაობდნენ. ფულზე იჩხუბეს,  რა ვერ გაიყვეს,  არ ვიცით. ეს ორია მხოლოდ ამბის მოწმე. ალბათ პოლიციასთან მოყვება რა მოხდა. მშვენივარდ იყვნენ ერთმანეთთან რასაც ვუყურებდით და მერე რა დაატყდათ თავს არ ვიცით," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეგობარს - 1985 წელს დაბადებულ ა.დ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×