ელზა პაპოშვილი
12.09.2022

მკვლელობა ოზურგეთში - 23 წლის მამაკაცი, რომელიც იტალიიდან ახალი დაბრუნებული იყო სამშობლოში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას თავს იმ დროს დაესხნენ , როცა ავტომანქანით ანასეულის გზაზე გადაადგილდებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი უცნობმა პირებმა შეიყვანეს. 

 „რეზონანსთან“ მოკლულის ახლობლები ყვებაინ, რომ 23 წლის გიგა როყვავა დედასთან ერთი კვირის ჩამოსული იყო და ის მალევე უკან იტალიაში უნდა დაბრუნებულიყო. მას მკვლელთან, სავარაუდოდ,  ნაცნობობა აკავშირებს და დაპირისპირებაც წარსულში დაწყებულ უთანხომებას უკავშირდება. როყვავამ მკვლელი ქუჩაში ნახა და მათ შორის კონფლიქტი მოხდა. 

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ახალგაზრდა კუთვნილ ავტომობილში ჩაჯდა და ცდილობდა ტერიტორიას გასცლოდა, თუმცა, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ ესროლა. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი როყვავა საავადმყოფოში თვითმხილველებმა მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. 

„მკვლელობის მოტივი წარსულში არსებული უთანხმოებაა , რომლიც ყოფით ნიადაგზე იყო დაწყებული.  არსებული ინფორმაციით, მოკლული და დანაშაულის ჩამდენი პირი შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა. ამის შემდეგ, გიგა  საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა და გაცლას ცდილობა, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გიგა  დედასთან იტალიიდან დროებით იყო ჩამოსული. მკვლელი ადგილიდან გაიქცა და ის საავადმყოფოში გამვლელებმა  მიიყვანს. როგორც ვიცი გონზე იყო და თქვაა კიდევაც ვინც ესროლა. მისი იდენტიფიცირება მომხდარია და პოლიცია ეძებს“,-ამბობს ერთ-ერთი ახლობელი „რეზონანსთან“. 

ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს, მას  ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულ-მკერდის არეში.   

"11 სექტემბერს დაახლოებით 11-ის ნახევარზე, ახლობლების მიერ მოყვანილი იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით 21 წლის, ფაქტობრივად გვამი, სასიცოცხლო ფუნქციები დარღვეული ჰქონდა, არც პულსი, არც გულის ცემა არ აღენიშნებოდა. ერთადერთი, რაც იქცევდა ყურადღებას მარჯვენა ბეჭის ძვლის ქვემოთ იყო შემავალი ჭრილობა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. აყვანილი იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, სამწუხაროდ უეფექტოდ," - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×