ელზა პაპოშვილი
28.12.2021

მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება გორში მკვლლეობით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შინდისის გზატკეცილზე მამაკაცებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ, სავარაუდოდ, ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იყო. სუფრასთან მსხდომებს შელაპარეკება მოუვიდათ, რის შემდეგაც კამათი გარეთ სისხლიანი ანგარიშსწორებით დაასრულდა.    

საქმე კი სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ეხებათ. გორელები გვიყვებიან, რომ კომბინატის დასახლებაში ძმები მერაბ და გოჩა ქასანაშვილები, მეტსახელად „ქასანა“ და „ჭუკია“ თავს დაესხნენ მეზობელს  გურამ ძამანაშვილს, მეტსახელად „პონჩიკას“.

ერთი ვერსიით, ძმებმა თავდაპირველად ცივი იარაღით ჭრილობები ძამანაშვილს მიაყენეს, რომელმაც ასევე ცივი იარაღი გამოიყენა და ერთ-ერთი თავდამსხმელი, გოჩა ქასანაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

„ზუსტად არ ვიცით რა მოხდა. ამბობენ, რომ კამათი სუფრასთან დაიწყო. მეზობლები არიან. ძმები დაკავებულთან სტუმრად ყოფილან. ერთ-ერთ მათგანს მასპინძელთან ჩხუბი მოუვიდა. სამივე მათგანი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტია. რა ვერ გაიყვეს, არ ვიცით. 

„გარეთ გამოსულან და კამათი იქ გაგუგრძელებიათ. ერთი ძმა დაჭრეს და მეორე მოკლეს. ძმები ქასანაშვილები არიან. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, არ ვიცით. ნასვამ ადამიანებს მიზეზი რად უნდათ... ორივეს დანით აქვთ ჭრილობები მიყენებული. თუმცა ამბობენ, რომ ძმები დაესხნენ თავს დაკავებულს, რომელიც თავს იცავდა“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეორე ადგილობრივი კი ამბობს, რომ საღამოს სახლში ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ხმაურის და გინების ხმა შემოესმა. გარეთ გასულს კი საზარელი სურათი დახვდა - მან სადარბაზოსთან მწოლარე ორი ადამიანი დაინახა. ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე კი - დაჭრილი. 

„გარეთ ხმაურის და ჩოჩქოლის ხმა გავიგეთ. ვიფიქრეთ, რომ რაღაცა ჩუხბია და გაშველეს. მერე მეზობლები ყვიროდნენ - დაჭრილები არიანო.  გარეთ გავედით  და საშინელება დამხვდა: ერთი დაჭრილი იყო, მეორე კი უკვე გარდაცვლილი, აღარ სუნთქავდა. ორვე მათგანს დანით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჰქონდათ მიყენებული“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ეჭვმიტანილს, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×