ქრისტინე კაპანაძე
11.10.2020

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებლს - თითქმის 37 მილიონს მიაღწია. 11 ოქტომბერს ვირუსით 350 000 -ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 70 ათასამდე აღწევს.

რუსეთში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 285 085-ია. გარდაცვლილია 22 454 ადამიანი. ბოლო დღე-ღამის განვალობაში კი ვირუსის ახალ შემთხვევათა ნიშნული 13 ათასს მიუახლოვდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ-19-სგან 1 016 202 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხზე ადგილზეა.

ვირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო კრემლმა პარასკევს განაცხადა, რომ თუ ვითარება გაუარესდება, შეზღუდვები გამკაცრდება, თუმცა კონკრეტულად რა სახის შეზღუდვებს დააწესებს, რუსეთი ჯერ-ჯერობით უცნობია.

რუსეთმა აგვისტოში განაცხადა, რომ დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი ვაქცინა „სპუტნიკ ვ". გასულ კვირას პუტინმა თქვა, რომ ვაქცინა მისმა ახლობლებმაც გაიკეთეს, მათ შორის ოჯახის წევრებმაც. თუმცა, სპეციალისტთა ნაწილი ამ ვაქცინის ეფექტურობას საეჭვოდ მიიჩნევს.

უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 261 034 შეადგენს. გარდაცვლილია 4 972 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი კი 11 ოქტომბრის მონაცემებით 113 507-ია.

უკრაინაში კორონავირუსის ინფექციის მატება ზაფხულში დაიწყო. ვირუსის სწრაფი ტემპით ზრდა, ექიმების თქმით, განგაშის საფუძველი იყო და შესაძლოა საავამდყოფოებში დაინფიცირებული ადამიანებისათვის ადგილი აღარ დარჩენილიყო. აგვისტოს ბოლოს მთავრობამ ერთი თვით ჩაკეტა უკრაინის საზღვრები. ამის მიუხედავად, ოქტომბრის პირველ კვირაში რაოდენობამ ახალ პიკს - დღეში 4000-ზე მეტ დაინფიცირებულს მიაღწია. ვირუსი დაუდასტურდათ მაღალჩინოსნებსა და დეპუტატებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.

11 ოქტომბრის მონაცემებით გერმანიაში ვირუსის საერთო რაოდენობა 323 453 შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 9 691, ხოლო გამოჯანმრთელებული 273 500 ადამიანი. გერმანელი ინფექციონისტის ლოტარ ვიელერის თქმით ბოლო დროს ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა შემაშფოთებელია და შესაძლოა ვირუსის გავრცელება უკონტოლო გახდეს.

„შესაძლოა ყოველდღე 10 000 ახალი შემთხვევა გვქონდეს და ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს. არსებული მდგომარეობა ძალიან მაღელვებს, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალი კვირების განმავლობაში", - აღნიშნა ვიელერმა.

დაინფიცირებულთა მაღალი სტატისტიკის გამო, შეიძლება გერმანიაში შეზღუდვები გამკაცრდეს, დაიხუროს ოფისები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში ამკაცრებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებლი მაღალია. „ბიბისის" ინფორმაციით, ეს ქალაქებია ლიონი, ლილი, გრენობლი და სენტ-ეტიენი, სადაც შაბათს განაგაში გამოცხადდა და ბარები და რესტორნები დაიხურა.

ბარები და რესტორნები დახურულია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზშიც.

ბოლო მონაცემებით საფრანგეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 718 873 შეადგნს. გარდაცვლილია 32 632, ხოლო გამოჯანმრთელებული 100 828 ადამიანი.

იტალიაში შეზღუდვები გამკაცრდა. მთავრობის მოთხოვნით სავალდებულო გახდა ნიღბების ღია სივრცეში ტარება. ნიღბის ტარება ასევე სავალდებულოა მაღაზიებში, ოფისებში, ტრანპორტში, რესტორნებსა და ბარებში.

დასაწყისში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში ლიდერობდა. ამის მიუხედავად ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლას თავი წარმატებულად გაართვა და დაინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად შეამცირა, თუმცა, როგორც ჩანს, კრიზისი აქაც თავიდან იწყება.

11 ოქტომბრის მონაცემებით, იტალიაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 349 494-ია. გარდაცვლილია 36 140, გამოჯანმრთელებული კი 238 525 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების მასშტაბების გამო შეზღუდვების გამკაცრება დაიწყო ბელგიაშიც. გასულ პარასკევს ერთთვიიანი შეზღუდვები დაუწესეს ბარებსა და რესტორნებს - ისინი ღამის 11 საათის შემდეგ ვეღარ იმუშავებენ და ერთ მაგიდაზე მხოლოდ 4 ადამიანი დაიშვება.

ახალი შეზღუდვების შემოღებაზე გასულ სამშაბათს ბელგიის პრემიერ მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ვირუსის გავრცელების ტემპი იმატებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევაჩეროთ მისი გავრცელება. ეს შესაძლებელია თუ კი კონტაქტების რაოდენობას შევზღუდავთ, შესაბამისად ვამკაცრებთ ზომებს. ყველა ბარი იმუშავეს ღამის 11 საათამდე და მაგიდაზე მხოლოდ 4 ადამიანი დაიშვება," - განაცხადა ალექსანდრე დე კროომ.

ბელგიაში უკანასკნელი მონაცემებით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 156 931-ს შეადგენს. გარდაცვლილია 10 175 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული 20 202.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×