რეზონანსი
09.07.2020

"კორონავირუსის პანდემიის გავრცელება „სიჩქარეს იკრეფს" და მისი კონტროლი კიდევ ვერ ხდება",- ამის შესახებ განცხადებას ჯანმოს დირექტორი აკეთებს.

როგორც ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, ვირუსმა გლობალური და ეროვნული უთანასწორობა გამოავლინა.

„ხშირად ამბობენ, რომ დაავადებამ საზღვრები არ იცის. მას არ აინტერესებს ჩვენი პოლიტიკური განსხვავებები და ის უგულებელყოფს იმ განსხვავებებს, რომლებსაც ჩვენ გამოვყოფთ ჯანმრთელობასა და ეკონომიკას, ცხოვრებასა და საარსებო წყაროს შორის. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ვირუსი კონტროლს არ ექვემდებარება. იგი უარესდება. გლობალურ დონეზე COVID-19-ის 11.8 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, 544 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. პანდემია სიჩქარეს იკრეფს",- განაცხადა გებრეიესუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
##   (09.07.2020)
ნეტა შენ მოგიღებდეს ბოლოს, რომ დაგვანებო თავი.დაანებო თავი ისედაც გაწვალებული ადამიანების დაზაფრვას!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×