რეზონანსი
09.07.2020

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომელთანაც ფრენებს გახსნის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„5 ქვეყანასთან ფრენების აღდგების გადაწყვეტილება გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც ევროკავშირმა 30 ივნისს მიიღო. ბუნებრივია, ეს ეფუძნება იმ კრიტერუმებს და ფაქტობრებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განვაახლებთ და უკვე ვარწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან, ზოგმა გარკვეული პირობით, ზოგმა უპირობოთ მიიღო გახსნის გადაწყვეტილება. ეს სია არ არის საბოლოო. ევროკავშირის გადაწყვეტილება აძლევს მოქნილობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორ კვირაში ერთხელ გადასინჯონ არსებული სია და ეპიდემიოლოგიური სიტაციიდან გამომდინარე მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენი ქმედებაც იქნება თანმიმდევრული, ჩვენც ჩვენს სპეციალებთან მჭიდრო კოორდინაციისა და კონსულტაციების შედეგად, ასევე ფაქტებზე დაყრნობით რა მდგომარეობაც იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სია გაფართოვდეს," - განაცხადა ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×