რეზონანსი
07.07.2020

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტი ხუნდაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი" მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას გულისხმობს და ხელისუფლების მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ, არის ის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა დაიცვას. ამის შესახებ ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის" მიხედვით, მმართველი გუნდი უკვე გარკვეული პერიოდია კრიზისს მართავს და არავის არ შექმნია ამით პრობლემა.

„კოვიდ 19“-თან ბრძოლაში საქართველომ მიაღწია პოზიტიურ შედეგს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს. ეს შედეგი ძალიან რთულად მისაღწევი იყო ექიმებთან, საზოგადოებასთან, მმართველ გუნდთან ერთად, მაგრამ პრაქტიკულდ, ჩვენ შეუძლებელი შევძელით. ამ შედეგს შენარჩუნება და ბოლომდე მიტანა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოზიტიური შედეგი გვაქვს, პანდემიის რეჟიმში მაინც გვიწევს ცხოვრება და მოსალოდნელი მეორე ტალღა უფრო რეალური ხდება მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნებში უკვე შეიმჩნევა ინფიცირებულთა რაოდენობის მატება.

ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ წინ გვაქვს საარჩევნო პერიოდი, რაც შესაძლოა, ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს ეპიდვითარების გაუარესებისთვის. ამიტომ, ჩვენ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.

იმისათვის, რომ ხელისუფლებამ კრიზისი სწორად მართოს, მას ბერკეტი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ „საზოგადოებივი ჯანდაცვის შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებს არ გავახანგრძლივებთ და ამით მთავრობას საშუალებას არ მივცემთ კრიზისი მართოს, მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწევს. მისი საჭიროება არც ეპიდემიოლოგიურად არსებობს და ეს აკრძალვები უფრო მძიმე იქნება და რა თქმა, უნდა არჩევნებსაც შეეხება პრობლემა", - განაცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×