რეზონანსი
07.07.2020

 გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჩვენებებს ცვლიან საქმის მთავარი მოწმეები.

ვახტანგ ახვლედიანმა პირველი ჩვენებიდან ერთ კვირაში გამოძიებას ახალი ჩვენება მისცა.

ის ამჯერად ამბობს, რომ ესმოდა შეძახილების ხმები მაშინ, როდესაც იმალებოდა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენებაში წერია, რომ არ დაუნახავს რა მიმართულებით გადაადგილდებოდა გიორგი შაქარაშვილი, ასევე გაეკიდნენ, თუ არა მას კონკრეტული პირები.

კითხვაზე, ემუქრებოდნენ თუ არა ავტომობილის მგზავრები სიცოცხლის მოსპობით, ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტებით არ ემუქრებოდნენ.

ახალი ჩვენების მიხედვით, შეცვლილია დროებიც. მანამდე ვახტანგ ახვლედიანი ამბობდა, რომ 10 წუთის განმავლობაში ესმოდა გინებისა და შეძახილების ხმები იმ დროს, როდესაც იმალებოდა, თუმცა ამჯერად ის წერს, რომ მხოლოდ სამი წუთის განმავლობაში ესმოდა შეძახილების ხმა, თუმცა გინების შესახებ არაფერს წერს.

ჩვენებაში ახვლედიანი დაკარგულ პერანგთან დაკავშირებით არაფერს არ ამბობს.

ჩვენების შინაარსს "კურიერი" ავრცელებს.

"სირბილით ჩავირბინე და იქვე დავიმალე ეკალ-ბარდებში... აღწერილ სიტუაციაში უკან არ მომიხედავს ამიტომ არ დამინახავს ხიდიდან ჩამოხვევის შემდგომ დამალვამდე მომყვებოდა, თუ არა ვინმე, მაგრამ დამალვის შემდგომ ხსენებულ ვიწრო საავტომობილო გზის მხრიდან რომელიც აღმოჩნდა ჩემს წინ მესმოდა სირბილის ნაბიჯების ხმა, ასევე ძახილი - "სად ხართ?"- რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილს, როგორც აღვნიშნე, იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდა ხიდის მოაჯირი იგი იყო ჩემთან დაახლოებით 5 ნაბიჯით წინ, მაგრამ იმის გამო, რომ მე მყისიერად ჩავუხვიე ხელმარჯვნივ, ციცაბოზე და შემდგომ გავაგრძელე სირბილი ხიდის ქვეშ გამავალი საავტომობილო გზის მიმართულებით, დამალვამდე ჩამოხვევის შემდგომ ვერ დავინახე გიორგი შაქარაშვილის გადაადგილების ტრაექტორია." - წერს ჩვენებაში ახვლედიანი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
SOS   (07.07.2020)
MIEWIOS kvele GIORGIS,vinc mokla da vinc ugalata shecvala chvenebebi,isetive simware gamocadet,cema-tkepashi amogxdet suli kvelas vinc usamartlod moeqceva giorgis mkvlelobis saqmeqmes!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×