რეზონანსი
04.07.2020

საქმეზე, რომელზეც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა არის ბრალდებული, მან დღეს ღამით დაიწყო სასჯელის მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, ის ჩვენ შევასახლეთ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. საკარანტინო სივრცეში, სადაც მისი ყველა უფლება, მათ შორის სამედიცინო უფლებები, როგორც ნებისმიერი პატიმრისა ჩვენს სისტემაში, იქნება დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შარშან დეკემბერში მიმართა გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს დავით ჭაკუას ექსტრადიციის მოთხოვნით.

„დავით ჭაკუას ექსტრადიციის პროცესში მთავარი როლი საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეკუთვნოდა, რომელმაც შარშან დეკემბერში მიმართა გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს მისი ექსტრადიციის მოთხოვნით და როგორც ჩანს, სწორედ შარშან უნდა იყოს მოცემული ძებნილი პირი გერმანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნიდან შესული, ჩვენი ინფორმაციით ავსტრიიდან, მაგრამ ამას დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სწორედ მიმდინარე წელს, მარტის თვეში მოხდა დავით ჭაკუას გერმანიაში დაპატიმრება საექსტრადიციო მიზნებისათვის და დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობა", - განაცხადა წულუკიანმა.

მისი ინფორმაციით, ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიის სასამართლოების წინაშე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველოში არ შეიძლება, ვინაიდან ის ვერ ისარგებლებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და გახდებოდა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არც ერთი ეს არგუმენტი გერმანიის სასამართლომ არ გაითვალისწინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ძებნილი გერმანიის სასამართლოების წინაშე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველოში არ შეიძლება ვინაიდან ის ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომ ის გახდება პოლიტიკური დევნის მსხვერლი. არც ერთი ეს არგუმენტი გერმანიის სასამართლოების მიერ არ იქნა გაზიარებული. დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ და „კოვიდიდან" გამომდინარე არსებული გამოწვევების მიუხედავად, შევძელით ფრენის ორგანიზება და ვიდრე 22 ივლისს ძებნილ პირს ამოეწურებოდა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა, შევძელით იუსტიციის სამინისტროს ესკორტის ოფიცრების გაგზავნა გერმანიაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სწორედ ამისთვის გერმანიის იუსტიციის სამინისტროს, ვინაიდან ამ თანამშრომლობის გარეშე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, შესაძლო იყო, რომ ვერც მომხდარიყო ექსტრადიციის პროცესი. ძალიან აქტიურად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლმა და ჩვენმა საელჩომ ბერლინში, რომლებმაც გააადვილებს „კოვიდ-19"-დან გამომდინარე მივლენებით გამოწვეული ძალიან ბევრი პრობლემების გადაჭრა", - აცხადებს წულუკიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (04.07.2020)
araferi giSveliT maxinjo. chagajvi pirshi


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×