რეზონანსი
03.07.2020

2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში, კი­ევ­ში ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლი მოკ­ლეს. და­ვი­თაშ­ვილს ახ­ლობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, კი­ევ­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით მყო­ფი ბიზ­ნეს­მე­ნი, სას­ტუმ­რო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ "ფოლკს­ვა­გე­ნის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ცეს.

ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლის ქვრივს თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის ერთ-ერთი ძვე­ლი თა­ო­ბის მო­დე­ლია და მოკ­ლულ ბიზ­ნეს­მენ­თან 15-წლი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და ორი შვი­ლი აკავ­ში­რებს. თიკა ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დე­გაც, საქ­მე ბუნ­დო­ვა­ნია და გა­მო­ძი­ე­ბა წინ არ მი­დის. უფრო მე­ტიც, უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი დუ­მან და ბოლო დროს მის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­საც აღარ პა­სუ­ხო­ბენ.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, თიკა სიხარულიძე ამბობს, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­აც იყო საქ­მის კურ­სში მისი მეუღლის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში.

"ყვე­ლამ იცის და ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია. ვიცი, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­აც იყო საქ­მის კურ­სში ნი­კას ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო და­გეგ­მი­ლი, რომ გვა­მი არ უნდა გვე­პო­ვა. რო­დე­საც და­კარ­გუ­ლის მო­სა­ძებ­ნად ნი­კას ძმა და მა­მი­დაშ­ვი­ლი ჩა­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში, ისე­თი ამ­ბე­ბი მო­უ­წყო უკ­რა­ი­ნელ­მა მხა­რემ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­ა­ძე­ვეს, ამ­ბობ­დნენ, ჩეჩ­ნე­ბი გა­რეთ და­დი­ან და შე­იძ­ლე­ბა ესე­ნიც ჩა­ცხრი­ლო­ნო.

პირ­ველ დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­ვიდ­ნენ ჩვე­ნე­ბი, "ცეპი" უნდა ამო­ეც­ნოთ, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი ჩე­ჩე­ნის ჯი­ბე­ში იპო­ვეს. რო­დე­საც ჩა­ვიდ­ნენ, სას­ტუმ­რო­ში მი­ვი­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და უთხრა, რომ ნიკა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­დეგ ნი­კას მე­გო­ბა­რი ჩა­ვი­და და ოთხ დე­კემ­ბერს, ჩემ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­მო­მის­ვე­ნეს ნიკა", - აცხადებს თიკა სიხარულიძე.

კითხვაზე: გრძნობდა თუ არა მისი მეუღლე რაიმე წინასწარ საშიშროებას? სიხარულიძე პასუხობს, რომ

"არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი გრძნო­ბა არ ჰქო­ნია. 15 წელი ვი­ყა­ვი მისი მე­უღ­ლე, ხში­რად და­დი­ო­და ბიზ­ნე­სის გამო უკ­რა­ი­ნა­ში. ნიკა იყო ისე­თი პი­როვ­ნე­ბა, რომ ერთი წა­მი­თაც რომ და­ეშ­ვა მსგავ­სი რამე, სას­ტუმ­რო­და­ნაც არ გა­ვი­დო­და. მე დღეს ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ და ყვე­ლა­ზე ვფიქ­რობ. ორი მი­ზე­ზით იშო­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებს - პი­რა­დი თემა ან ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი. ნი­კას შემ­თხვე­ვა­ში პი­რა­დი გა­მო­ი­რი­ცხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ჭორი იყო. ათას სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობ­დნენ, ვი­თომ ქა­ლის თემა იყო, ასე­ვე "შავი სამ­ყა­როც" ახ­სე­ნეს. არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და კავ­ში­რი არ ჰქონ­და შავ სამ­ყა­როს­თან. ქა­ლის თემა სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ერ­თოს გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში ქარ­თუ­ლი მხა­რე, რად­გან ნიკა იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და მე მარ­ტო ქალი ამას ვერ შევ­ძლებ, გვერ­დით თუ არ და­მიდ­გნენ", - დასძინა მან.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×