რეზონანსი
04.06.2020

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს შეცდომა რომ ეღიარებინა, ხეობა აპატიებდა, - ამის შესახებ პანკისის ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა „ადამიანების უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" გვერდზე ონლაინ-ჩართვისას განაცხადა.

„მალხაზ მაჩალიკაშვილის მსგავსად, მეც მქონდა მოლოდინი, რომ თემირლანის საქმეზე გამოძიებას ისინი შეწყეტდნენ და ბოლომდე ვერ მიიყვანდნენ. ეს საქმე უნდა ჩაფარცხულიყო. მთელი სახელმწიფო თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ წამოვიდა.

ჩვენი უფლებები რატომ არ არის დაცული? ხომ ვითხოვდით, გამოძიება ჩატარებულიყო? ხომ ამბობდნენ ყველა უნდა დაისაჯოსო, პრეზიდენტიც რომ იყოსო და სპეცნაზელმა რატომ არ უნდა აგოს პასუხი?! გამოსულიყო სახელმწიფო და ეღიარებინა თავისი შეცდომა? მაჩალიკაშვილების ოჯახი დაზარალებულად ეღიარებინათ!

ჩვენ ბარბაროსები არ ვართ, შეცდომა დაუშვა სპეცნაზელმა, ეღიარებინათ და ვაპატიებდით. მკვლელობა ბევრისთვის გვიპატიებია.მათ სპეციალურად ეს საქმე თავიდანვე ტერორიზმთან დააკავშირეს. მე არ მაქვს დადებითი მოლოდინი. მაგრამ ვენდობი ევროპულ სასამართლოს და მაქვს მოლოდინი, რომ დადებით განაჩენს გამოიტანენ. თუ თემირლანის მკვლელობის საქმეს არ მიეცა ობიექტური გზა, მოსახლეობაში ნდობა დაიკარგება. თუ კანონი სხვებისთვის კანონობს, ჩვენთვისაც უნდა კანონობდეს", - განაცხადა ხანგოშვილმა.

2020NEWS.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (04.06.2020)
ბარბაროსები და ვანდალები თქვენთან შედარებით ანგელოზები იყვნენ. თქვენ დედაბუდიანად ტერორისტები ხართ, სადაც სჯვავთ იქვე სჭამთ. ზუსტად ესეთს გიცნობთ მსოფლიო და ცალკე რა გვჭირს თქვენი საპატიებელი, ჩვენ მიწაზე ჩამოთესლებულნო ავაზაკებო?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×