რეზონანსი
02.06.2020

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დაინფიცირებული ექიმი იმ დღეს იხსენებს, როდესაც მას ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტი მოუწია. ამის შესახებ იგი „იმედის" ეთერში საუბრისას ყვება.

როგორც სირანუშ კაზაროვა ამბობს, ინფიცირებული პაციენტი ბოქსირებული პალატიდან გამოვიდა და გარეთ გასვლა უნდოდა. მედიკოსმა მისი შეჩერება შეძლო, რა დროსაც იგი დაინფიცირდა.

„პაციენტი როდესაც გამოვარდა ბოქსიდან, მე აღჭურვილობა უკვე მოხსნილი მქონდა. ცდილობდა გარეთ გამოსვლას, სადაც ბევრი ხალხი იყო. შევეცადე მის გაჩერებას. ალბათ სწორედ ამ დროს მოხდა ჩემი დაინფიცირებაც.

პირველი სიმპტომი იყო თვალის ტკივილი. რადგან თვალი ამტკივდა გავიზომე სიცხეც და 37 მქონდა. ",- ყვება სირანუშ კაზაროვა.

„რომ მცოდნოდა, რაც დამემართებოდა, მაინც ვიმუშავებდი. ახლაც რომ ვიცოდე, ჩემს საავადმყოფოში გაგრძელდება კოვიდ პაციენტების მკურნალობა, მაინც გავაგრძელებ მუშაობას, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე და ცხოვრებაა. ყველზე რთული სტაციონარში ყოფნისას ის იყო, რომ მედპერსონალს ვერ ვეხმარებოდი",- აღნიშნავს იგი.

დღეს სირანუშ კაზაროვა უკვე გამოჯანმრთელებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×