რეზონანსი
27.05.2020

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის პირობებში, რუსთაველის გამზირზე მანქანით მოძრაობისას შენიშნეს, დაჯარიმდა.

ფარცხალაძის შესახებ პრემიერს ოპოზიციის დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა ჰკითხა.

„ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო..." - განაცხადა პრემიერმა.

მას სიტყვა ხათუნა გოგორიშვილმა შეაწყვეტინა, რომელმაც დაზუსტება სთხოვა, ნამდვილად დაჯარიმდა თუ არა ფარცხალაძე, რაზეც პრემიერმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა დაჯარიმდა. ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×